ინტერვიუ ჩავი ერნანდესთან

ინტერვიუ ჩავი ერნანდესთან

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა ცნობილ ესპანელ ჟურნალისტს, ჟერარ რომეროს ინტერვიუ მისცა, რომლის დროსაც არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

ჭორები ნეიმარის დაბრუნებაზე

გაკვირვებული ვარ. მას ძალიან ვაფასებ, როგორც მეგობარს, მაგრამ სხვა პრიორიტეტები გვაქვს.

მესი

ბოლო დღეებში შევატყვე, რომ ის ჩვენთან დაბრუნებას ნათლად ვეღარ ხედავდა. მას უნდა გავუგოთ. იყო მესი, არაა ადვილი. ბოლო ორი წლის განმავლობაში ის ბედნიერი არ ყოფილა. მესმის, რომ მას ასეთ წნეხში ცხოვრება აღარ სურდა. მასთან ბევრს ვსაუბრობ.

საბოლოოდ მისი დაბრუნება არ გამოვიდა. მან არსებული გარემოებები ძალიან კარგად ახსნა. მას უფრო მშვიდი და ოჯახური ცხოვრება სურს. ეს მესის პირადი გადაწყვეტილებაა და მას პატივი უნდა ვცეთ, რადგან ლეო ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.

"ბარსელონას" მწვრთნელობა

როდესაც "ბარსელონაში" მოდიხარ, ყველაფერი სტრესული ხდება, მაგრამ მიღებულ გადაწყვეტილებას მაინც არ ვნანობ. "ბარსელონაში" უწყვეტად გაკრიტიკებენ. ყველაფერზე პასუხისმგებელი მწვრთნელია. რამდენჯერმე კლუბის ფსიქოლოგს, ლაიას ვესაუბრე.

მწვრთნელი არასდროს ისვენებს. ახლა ახალი სეზონისთვის გეგმას ვადგენთ და ძალიან მოტივირებული ვარ, რადგან ყველა ტიტულისთვის ბრძოლას ვაპირებთ. ახლა ფინანსური სირთულეების მიუხედავად მაქსიმალურად უნდა გავძლიერდეთ.

პაბლო ტორე

ვიცი, რომ უსამართლო ვარ იმ ფეხბურთელებთან, რომლებსაც ხშირად თამაში არ უწევთ. ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე: რას ფიქრობენ ინიაკი, პაბლო, მარკოსი... მაგრამ გადაწყვეტილება გუნდის სასარგებლოდ უნდა მივიღო და საკუთარ თავთან გულწრფელი ვიყო.

არნაუ ტენასი

მას ძალიან ვაფასებთ. ის ძალიან პოზიტიური ბიჭია. ვფიქრობ, არნაუ კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

მცველები

დაცვის ხაზი თითქმის სრულადაა დაკომპლექტებული, მაგრამ მარჯვენა მცველი გვჭირდება.

ხულიან არაუხო

მან ადაპტაცია კარგად გაიარა. სწრაფი, აგრესიული ბიჭია. ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენი მიზანია, უკეთესი გუნდი შევქმნათ, ვიდრე ამ სეზონში გვყავდა. გვინდა, ხულიანი მარჯვენა ფლანგზე გამოვცადოთ.

უსმან დემბელე

ის ფეთქებადი ფეხბურთელია. უსმანს დარჩენა უნდა. ის ყოველთვის გულწრფელი იყო. მან მის მიმართ წამოსული სტვენა აპლოდისმენტებით შეცვალა. ეს ბევრს ნიშნავს.

ბუსკეტსის შემცვლელი

ბუსკეტსის შემცვლელი მისი მსგავსი უნდა იყო. მან ორთაბრძოლები უნდა მოიგოს, პოზიცია კარგად უნდა შეარჩიოს. მისი შემცვლელი ძალიან კარგი ფეხბურთელი უნდა იყოს.

სესარ ასპილიკუეტა

მისი ტრანსფერი ყველას ძალიან გვინდოდა და თითქმის დასრულებულიც იყო. ის ძალიან მომწონდა. ის ჩვენი კაპიტანი იქნებოდა სამკლავურის გარეშე.

გუნდის ლიდერები

გუნდში ლიდერები გვყავს. ამ საკითხზე არ ვღელავ. ზოგჯერ საჭიროა, რომ ვინმე წავიდეს და ლიდერობა სხვამ გამოავლინოს. სერჟი, ფრენკი, რონალდი... ისინი ერთ ნაბიჯს წინ გადადგამენ.

რაფინია

"ბარსელონაში" დაფასებული არაფერია. ეს რეალობაა. თუ "ბარსაში" მოხვედი და 7 ბალი გქონდა, დებიუტამდე უკვე 5 ბალზე ხარ ჩამოსული.

მოგვწონს ეს თუ არა, "ბარსელონა" მსოფლიოში ყველაზე რთული კლუბია.

ჩემპიონთა ლიგა

ვფიქრობ, მომდენო სეზონში უკეთ გამოვალთ. ყველაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით და ვიბრძოლეთ, მაგრამ შექმნილმა გარემოებებმა თავისი ქნა. "ბარსელონამ" თავს ჯგუფში ჩარჩენის უფლება არ უნდა მისცეს.

ლა ლიგის მოგება

ამ ტიტულს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგან ძალიან რთული ეკონომიკურ სიტუაციაში ვართ. ამ მიღწევისთვის დაუჯერებელი ძალისხმევა გავიღეთ. როგორც მთლიანმა კლუბმა, ასევე განსაკუთრებით გუნდის წევრებმა.

კონკურენცია ევროპაში

თუ გვინდა, რომ ევროტურნირებზე კონკურენტუნარიანები ვიყოთ, შემადგენლობა უნდა გავაძლიეროთ.

ფერან ტორესი

ყველა ფეხბურთელს აკრიტიკებენ, მაგრამ მათ თავი დაფასებულად უნდა იგრძნონ. გადაწყვეტილებას ყველა ფეხბურთელთან დაკავშირებით მივიღებთ. ამჟამად გარკვეულწილად არასასიამოვნო პირობებში ვიმყოფებით.

"ბარსა ატლეტიკი"

რაფა მარკესის მიღწევებით ძალიან ბედნიერი ვარ. ის ძალიან მშვიდი, გულწრფელი ადამიანია. მასთან ახლო ურთიერთობა მაქვს. მისი "ბარსადან" წასვლის შემდეგ მეგობრობას ვინარჩუნებთ.

"რეალ მადრიდ" კასტილიასთან თამაშის წინ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, მაგრამ ჩვენი პრიორიტეტი "ბარსა ატლეტიკის" ზედა დივიზიონში დაწინაურება არაა.

ლამინე იამალი

ის 15 წლისაა, ძალიან ახალგაზრდაა. ის ძალიან ნიჭიერია, ახლა კი თავდადებაა საჭირო, რომელიც "ბარსას" ფეხბურთელობისთვის აუცილებელია. მინახავს ლამინეს მსგავსი ტალანტები, რომლებმაც წარმატებას ვერ მიაღწიეს.

ვნახოთ, როგორ გამოიჩენს ის თავს წინასასეზონო მზადების დროს. ჩვენი მიზანია, 6-7 ფეხბურთელი დავიმატოთ.

მისი კონტრაქტის გახანგრძლივება? როგორც კრუიფმა თქვა, ვისაც აქ ყოფნა არ სურს, არც უნდა იყოს.

ილიას აკომაშისა და ვიქტორ ბარბერას უფასოდ წასვლა

მათ ახალი კონტრაქტები შესთავაზეს, მაგრამ ფეხბურთელებმა წასვლა გადაწყვიტეს.

ალეიშ გარიდო

ის "ბარსას" პროფილის მქონე ფეხბურთელია. ეს მოთამაშე ძალიან მომწონს. სავარაუდოდ წინასასეზონო მზადებას პირველ გუნდთან ერთად გაივლის.

მატეუ ალემანი

ის პროფესიონალია. ძალიან კარგია, რომ ჩვენთანაა. მასში დარწმუნებული ვარ. ის ერთგული, გულწრფელი და შრომისმოყვარეა. მისი ჩვენთან დარჩენა საუკეთესო ამბავია.

იოზუა კიმიხი

მას კატარში ერთ-ერთ ღონისძიებაზე შევხვდი. ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ ამ ფეხბურთელს "ბაიერნთან" კონტრაქტი აკავშირებს. ბევრი რამ მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

ვიტორ როკე

ამ ფეხბურთელს თვალყურს ვადევნებთ. ის ჩვენს სიაშია და სიტუაციას ვაკონტროლებთ. თუმცა ყველაფერი ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #23 9 ივნისი 2023 19:23
    0
    ციტატა: marco reus 11
    მოდი ერთი ადგილი მიაყენე ჩავი , მესის კონტრაქტი დაუდეთ და ხელი არ მოგიწერათ? ჩლენი ხელმძღვანელობა გვყავს და კიდე იგივე სტრესს აკიდებდნენ რაც მანამდე გაუკეთეს მესის . ასე რო გუნდს ნუ წმენდ ახლა სირცხვილს , ღირსია სირცხვილის ბარსელონა, რომელიც მესის ვერ აცილებს ევროპული ფეხბურთიდან.
    სხვა გეგმები რო გაქ მაგი მადარდებს ზუსტად ,ვიცით ჩვენ შენს გეგმბს რაც მოაქ , ბევრი სასიკეთო ნაღდად არაფერი. ერთი სეზონი გექნება კიდე , ევროსარბიელზე თუ ჩაფლავდი იანვარშივე დაახვევ :)

    მეც მგონია დემბელეს და რაფინიას მსგავსების იმედზე ბარსა არ უნდა იყოს.
    ფანი [?]
    #22 9 ივნისი 2023 05:34
    7
    Shen mwvrtneloba mov*an me. An b gundze ra tqva,an yamalze ra tqva,an toreze reebi aketa,vinebis imedi aqvs,ra taqtikit tamashobs da bolobolo ra prichoska aq am gamchen moty**"ls amas ddd
    Culé [?]
    #21 9 ივნისი 2023 00:32
    4
    მთავარია ჰეითერებს არ აყვე ხავი და ნელენელა აკეთო საქმე კრიზისშ ორი ტიტული სანატრელი იყოო და ვინც ამას ვერ ხედავს იმას ვერც ვერაფერს დანახებ.საყრდენი და ფორვარდი მოაყვანინე რაც მთავარია ნელნელა დავლაგდებით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #20 9 ივნისი 2023 00:08
    4
    რაო კაცო? ჩვენი პრიორიტეტი ,,ბარსა ატლეტიკი"-ს ზედა დივიზიონში დაწინაურება არააო? ამან მთლად გაუბერა მგონი. ეს ეს ნამდვილად ის ჩავია ბარსაში, რომ თამაშობდა, თუ არაბებმა კუკლა გაგვიკეთეს და სხვა შემოგვაჩეჩეს?!
    ფანი [?]
    #19 8 ივნისი 2023 22:50
    4
    Yლე ხარ.
    ფანი [?]
    #18 8 ივნისი 2023 22:21
    5
    დაიხსომეთ ბიჭებო.ამ გუნდით ბარსა ჩემპიონთა ლიგას მოიგებს კიარა ლა ლიგაში ოთხეულში თუ მოხვდა მაგარი იქნება.ლეოს არ დაბრუნებაში ხავისაც დიდი წვლილი მიუძღვის.არ დამიწყოთ ახლა ხავი რა შვაშიაო.?ხავის იმენა ოფიციალურად უნდა მოეთხოვა ლაპორტაზე მესის დაბრუნება.უნდა ეთქვა მესის თუ არ დააბრუნებ მივდივარ გუნდიდანო.აპა თუ არ მოაიყვანდა ვნახავდით. ხავი არ არის დიდი მწვრთნელი.როგორც ფეხბურთებს მაგრად ვაფასებ...95 წლიდან ბარსას ბალეჩიკი ვარ.და ვიქნები მუდამ.თუ რაფინია.ტორესი.გარსია.რობეტო.დემბრლე.კესიე.არ მოიშორა დროზე.ჩემპიონტთა ლიგაზე თამაში მოგვენატრება.
    ფანი [?]
    #17 8 ივნისი 2023 22:18
    4
    ისეთ სლეობები აკეთეს ხავიმ და ლაპორტამ, გული აერევა ადამიანს. ფერანი დატოვა არსად არ უშვებს, დემბელეს ჯერ მუხლებზე დაუდგა ოღონდ შენ არ წახვიდეო. მესის ხო რა ტყუილები შეტენეს ღმერთმა იცის. ნეიმარზე ღიად ამბობს ვინ ჩემი ფეხებიაო, თითქოს ნეიმარმა არ მოაგებინა ლიგა. ხო ერიკ გარსიაც დაატოვებინა. ტერ შტეგენს რეკორდი არ მოახსნევინა. კიდევ ახალგაზრდები დაალპო სკამზე ბოლო თამაშებში. რომელიც უმეტესობა წააგო.
    ფანი [?]
    #16 8 ივნისი 2023 22:07
    2
    პეპ გუარდიოლა, ლეო კი არ გადააგდო.ამდენი მილიონიანი ბარსას და მესის ბალეჩიკები გადაგვაგდო მაგ ნაბოზარმა
    გულშემატკივარი [?]
    #15 8 ივნისი 2023 22:03
    4
    ციტატა: ნიკა ჯაფარიძე_2
    ყველგან დავწერ და ვიტყვი ჩავი არ არის მაღალი დონის მწვრზტნელი რეალოობაა საერთოდ არ მომწონს

    გუშინ დაიწყო მწვრთნელობა რაის მაღალი დონის მწვრთნელი.ტიპი ეხლა სწავლობს.დრო უნდა მიეცეს.
    გულშემატკივარი [?]
    #14 8 ივნისი 2023 21:50
    6
    ყველგან დავწერ და ვიტყვი ჩავი არ არის მაღალი დონის მწვრზტნელი რეალოობაა საერთოდ არ მომწონს
    Culé [?]
    #13 8 ივნისი 2023 21:44
    9
    ჯერ კიდევ მაშინ დავწერე მესის შეეტენება ყველაფერი მეთქი როცა ბარსელონას მხრიდან და ბარსელონური მედიის მხრიდან წამოვიდა შემდეგი ფრაზები : თუ მესი დაიცდის ბარსელონაში გადმოვა , მისი მომავალი მის ხელშია , ბარსელონას უნდა მაგრამ მესი ვერ ითმენს.. ადამიანმა გარკვევით თქვა მინდოდა და მინდაო მაგრამ კლუბში არიან ადამიანები ვისაც ჩემი იქ ყოფნა არ უნდათო , ერთ-ერთი არის ალემანი. სპორტული დირექტორი რომელიც წავიდა ოფიციალურად და შემდეგ დღეს სასწაულებრივად დაბრუნდა , რატო? სიმართლეს არავინ იტყვის ამის ტრაკი არავის აქვს , ხავის სულ ვიცავდი და ამ ლალიგისთვის ასე თუ ისე მადლობა , მენტალიტეტისთვის და ა.შ არის რაღაცები რაც შეცვალა მაგრამ ეს კაცი ვერ ამოიყვანს ბარსელონას წუმპედან.. ახლა გავრცელდა ინფორმაცია ფერან ტორესი რჩებაო , რაფინიას ხელი არ დაედოსო ხავი სულ მაგას გაიძახის , გამოდის რომ ფატის და კესის ყიდიან , დიდი იმედი მაქვს რომ კრისტენსეს არ გაყიდიან , რადგან ადრე დაიწერა ბარსელონა უფასოდ მოსული ფეხბურთელის გაყიდვით ბევრად მეტს იშოვისო .. ახლა ნეიმარი არ მინდაო , რატო? რომ წავიდა? პიკეც წავიდა , ცესკიც წავიდა და კიდე ბევრი მაგრამ დაბრუნდნენ , ხო ნეიმარს ცოტა ცუდი ისტორია აქვს მაგრამ ისაა ახლა ერთადერთი ვისაც კლუბის ამოყვანა შეუძლია , ფინანსურადაც და მოედანზეც , ეგეთი ვარსკვლავი არ გვყავს და ვერც მოვიყვანთ , კესის გაყიდიან , ფატის გაყიდიან , გარსიას გაყიდიან , ლენგლე , უმტიტი , იჯარის ფეხბურთელები გაიყიდებიან , არ გამიკვირდება კრისიც რომ გაყიდონ და გარსია დაიტოვონ , რაფინიაც დარჩება ფერან ტორესიც , პაბლო ტორეს მოუკლავენ მომავალს , მოიყვანენ მეორე კლასის ფეხბურთელებს , ჰა ჰა გიუნდოგანი მოიყვანონ ისიც 33 წლის და უმოტივაციო იქნება , ისე ვერ იფრენს როგორც ახლა პეპთან , და მერე იტყვიან ყველაფერი გავაკეთეთ გავძლიერდით და ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთო , ვერაფერსაც ვერ მოვიგებთ , გავხდებით აიაქსი ან მილანი ან არსენალი , გავყიდით ჩვენს მომავალ თაობას და ვალებს გადავიხდით , შემდეგ კი დაველოდებით როდის გამოჩნდება ახალი კრუიფი , ახალი რივალდო , ახალი გაუჩო , ახალი მესი და მანამდე მაქსიმუმ უჩლს 1/4 ფინალი , გრანდი თუ შეგვხვდა ხო პიზდეც სირცხვილი , ან ესე მოხდება ყველაფერი ან ტებასი უნდა წავიდეს , ლა ლიგამ რეგულაციები შეცვალოს , ტრანსფერების გაკეთების უფლება მივიღოთ , ამავდროულად იქით სიტის ან ლივერპულს ცუდი სეზონი უნდა ქონდეს და ხოსეპ გუარდიოლა ან კლოპი მოვიყვანოთ , ან პეპი თავისი სურვილით დაბრუნდეს სხვა შემთხვევაში გამოსავალს ამ გუნდით და ასეთი მიდგომით ვერ ვხედავ , მკვდარია ბარსელონა , ჟანგბადის მილი აქვს შეერთებული და ძლივსღა სუნთქავს , ექიმები კი არაკომპეტენტურები არიან , სამწუხაროდ...
    Culé [?]
    #12 8 ივნისი 2023 21:28
    8
    თუ ეს ინტერვიუ სიტყვა-სიტყვით არის ნათარგმნი და დედააზრი იგივეა , მაშინ სამი საკითხია ჩავი რაშიც მაგრად მიჰქარავს : 1. მესი- მესმის რომ არ გამოვიდა კონტრაქტის გაფორმება და გეგმები იცვლება , თუმცა თუ გინდა მართლა ლეგენდა გახდე , კრუიფივით უნდა შეგეძლოს , რასაც ფიქრობ სწორედ ის თქვა და არა ის , რომ მესი ვერ გადმოვიდა და მე კიდევ აქ უნდა ვიმუშავო და სიმართლის თქმას ისევ მესის დავაბრალოთ ჯობიავო . ამით ვერც ავტორიტეტს მოიპოვებ და თანაც მთელი ლა მასია და დამწყები ფეხბურთელები ისმენენ მაგ ყველაფერს . სიმართლეს ვერ დამალავთ და რა მოტივაციითა და თავგანწირვით გინდათ ითამაშოს ფეხბურთელმა , როდესაც მის ისტორიაში საუკეთესოს ასე ექცევით ? 2. პაბლო ტორე- აქაც არასწორია ჩავი , პედრი ნახევარი სეზონი დამტვრეული იყო და შეეძლო ეთამაშებინა , თუმცა მთავარი ეტყობა კატალონიელობაა . რაც ამ ბავშვმა ითამაშა , დრო რომ მისცეს არავისზე ნაკლები არ დადგება , მაგრამ ეტყობა გავი-პედრის გარანტირებულ ადგილს საფრთხე არ უნდა შეექმნას :) ასე მართლა ვერ გავფრინდებით ! 3. როდესაც მთავარი გუნდის მწვრთნელი ხარ , არ უნდა თქვა , რომ ბარსა ატლეტიკის ზედა დივიზიონში დაწინაურება ჩვენი მიზანი არ არისოო !!! აბა რა არის თქვენი მიზანი იქნება გაგვიმხილოს ვინმემ ? ევროპა ლიგაა ? რა ვიცი , მე ამ სამივე საკითხზე ჩავის პოზიცია , სრული იდიოტობა მგონია ! მაგრამ ეტყობა ეს კატალონიელები ცოტა გულღრძო ხალხია და ვერაფრით ინელებენ , რომ კლუბის ისტორიაში საუკეთესოების უმეტესობა არაკატალონიელია .
    Culé [?]
    #11 8 ივნისი 2023 21:22
    6
    მესის ინტერვიუ დადეთ, ბევრ რამეზე ისაუბრა. ასეც ვიცოდი ნაბიჩვარ ლაპორტას ოფიციალური შეთავაზებაც კიარ გაუკეთებია მესისთვის. მაგ ღიპიანმა სლემ ისევ გადააგდო ლეო.
    Culé [?]
    #10 8 ივნისი 2023 20:48
    2
    ani-messi-goat,

    ჩავისთან კი ხშირი კომუნიკაცია მქონდა. "ბარსაში" მწვრთნელად მოსვლის შემდეგ, მასთან კიდევ უფრო მეტს ვსაუბრობდით. ჩვენ ჩემს დაბრუნებასაც განვიხილავდით და მას ვკითხე, იქნებოდა თუ არა ეს კარგი გუნდისა და პირადად მისთვის


    მე ძაან ვიცი თუ არ ვიცი, ეს არის მესის სიტყვები და არა ჩემი. ინტერვიუებს არ კითხულობ თუ მარტო სათაურს წაიკითხავ, შენ აზრს ჩამოიყალიბებ და ვსიო იმის იქით აღარაფერია??? ხო ინტერვიუებში ჩავი იტყუება, მესის აშავებს და მერე მესისთან თავისუფლად ლაპარაკობს სხვადასხვა თემებზე. ისე ცნობოსთვის მესი რომ ბარსაში დაბრუნებულიყო ეს იქნებოდა უშუალოდ ხავის დამსახურებ და არც ლაპორტასი, არც ალემანის და არც სხვა ვინმე ბორდის წევრის. ბევრჯერ დაიწერა ფრანგულს პრესაშიც, რომ ხავი მოშნად ჩალიჩობდა მესის დაბრუნებას.ani-messi-goat,

    ხო დამავიწყდა ისე აქაც იდო სტატიაც და სურათებიც მგონი თუ არ ვცდები მესი ბარსაში რომ იყო ჩასული ზუსტად ხავისთან ერთად ოჯახებით გაატარეს დრო და ზუსტად მაგ შეხვედრაზეც მიდოდა ბაზარი მესის დაბრუნებაზე. ხავის თავისი ცოდვებიც ყოფნის შენ რომ არაკაცობაც რომ არ დაუმატო
    Culé [?]
    #9 8 ივნისი 2023 20:32
    6
    მოდი ერთი ადგილი მიაყენე ჩავი , მესის კონტრაქტი დაუდეთ და ხელი არ მოგიწერათ? ჩლენი ხელმძღვანელობა გვყავს და კიდე იგივე სტრესს აკიდებდნენ რაც მანამდე გაუკეთეს მესის . ასე რო გუნდს ნუ წმენდ ახლა სირცხვილს , ღირსია სირცხვილის ბარსელონა, რომელიც მესის ვერ აცილებს ევროპული ფეხბურთიდან.
    სხვა გეგმები რო გაქ მაგი მადარდებს ზუსტად ,ვიცით ჩვენ შენს გეგმბს რაც მოაქ , ბევრი სასიკეთო ნაღდად არაფერი. ერთი სეზონი გექნება კიდე , ევროსარბიელზე თუ ჩაფლავდი იანვარშივე დაახვევ :)
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    Culé [?]
    #8 8 ივნისი 2023 20:31
    3
    ყველაფერს კარგად ბაზრობს მარა,,ჰო ნეიმარი არ გინდა და ფერანები და რაფინიები გინდა)))სასაცილოა პროსტა🤦🏻‍♂️მოუშორებელი სლებელე კიდე
    Culé [?]
    #7 8 ივნისი 2023 20:30
    3
    totti10,

    ძაან იცი ახალ როგორ მეგობრობენ :დ 8 წელია აღარ არიან გუნდელები და ეს 8 წელი მე არსად მინახავს მესი და ხავიმ ერთად ივახშმესო ან მსგავსი რამე დაწერილიყოს :დ იგივე ბუსკეცთან და ალბასთან მინახავს მესი მარა ხავისთან არა მარა მეგობრობას შევეშვათ აქ მთავარია მესიმ რა თქვა

    დაბრუნება ნამდვილად მინდოდა, ძალიან მონდომებული ვიყავი, მაგრამ არ მინდოდა, იმავე სიტუაციაში აღმოვჩენილიყავი, რაშიც "ბარსას" დატოვებისას აღმოვჩნდი. არ მინდოდა, საკუთარი მომავალი სხვების ხელში დამეტოვებინა. მსურდა, გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარი თავი და ოჯახი გამეთვალისწინებინა. მესმოდა, რომ ლა ლიგამ "ბარსელონას" გეგმა დაამტკიცა და ჩემი დაბრუნება შესაძლებელი იყო, მაგრამ ამისთვის კიდევ ბევრი რამ უნდა მომხდარიყო. "ბარსას" ჩემ გამო ფეხბურთელები უნდა გაეყიდა და ზოგიერთისთვის ხელფასი შეემცირებინა, მე კი არ მსურდა, ამის მიზეზი გავმხდარიყავი.

    მესი ამბობს მინდოდა დაბრუნება და მონდომებული ვიყავიო, ამბობს???? ამბობს, ხოდა ამათმა ისე გამოიყვანეს რო წასვლა ერჩივნაო ხოდა ესაა არასწორი, თავი არ ქონდათ რო უახლოეს პერიოდში დაემატებინათ და ვერც გარანტიას აძლევდნენ, ასე რომ კარგად დაფიქრდი რა მოხდა უბრალოდ კამათისთვის რო კამათობ :დ
    --------------------
    ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონიააააააააააა

    მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი
    Culé [?]
    #6 8 ივნისი 2023 19:53
    2
    Visca el barca,

    და რატომ გგონია რომ პსჟ ნეიმარს უფასოდ გამოუშვებს??? სულ ცოტა 40-50 მილიონს მაინც მოითხოვს და მაგ ფასად ნაღდად არ ღირს გუნდის გამყიდველის უკან დაბრუნება, წავიდეს მის ბო” დედას მიხედოს. უფასოდ თუ დაბრუნდება ბაზარი არაა

    ani-messi-goat,

    მესი და ხავი ერთმანეთთან მეგობრობენ და შენ უფრო მეტი იცი რა მოხდა ვიდრე ხავიმ და ხავი იმდენად არაკაცია, რომ სახალხოდ ინტერვიუს იძლევა და ტყუილებს ბაზრობს მეგობარზე??? ცოტა უცნაირად ხომ არ გეჩვენება???

    დარწმუნებული ვარ, რომ ტრანსფერებს გააკეთებენ, მაგრამ ვინ შაშა კოლებს მოიყვანენ ეგ ნაღდად არ ვიცი. ყოველშემთხვევაში ვფიქრობ რომ გიუნდოგანი და როკე უეჭველი მოსაყვანები არიან. დანარჩენი ვნახოთ, მეშინია ისევ ბალასტი არ შეგვრჩეს ხელში.
    Culé [?]
    #5 8 ივნისი 2023 19:32
    2
    ნეიმარს თუ აქვს იმის ამბიცია, რომ აქ გადმოვიდეს და თანახმაა ხელფასის შემცირებაზე, მაშინ უარი რატომ უნდა თქვა. უბრალოდ ვერ ვხდები რა, გასაგები აძაან ქაჯობა გააკეთა გადასვლით, მაგრამ დღეის მდგომარეობით, ფინანსურ ჭრილში მომგებიანი იქნებოდა მისი მოსვლა და რა პრიორიტეტი აქვს ნეტა? კი ვნახეთ პრიორიტეტები ფერანის და რაფინიას სახით წელს...
    --------------------
    "They won't remember the trophies we won, they will remember the way we played" - Pep Guardiola.
    Culé [?]
    #4 8 ივნისი 2023 19:07
    3
    კაროჩე ისე მიდის საქმე მესი კიმიხი გიუნდოგანი ბერნარდუ კანსელუ როკე ამრაბატი სუბიმენდი ნევეში კი არა ყვერან ტორესი იქნება ისევ მომავალ წელსაც :D
    --------------------
    #infinit8iniesta