ნეიმარმა საკუთარი თავი ბარსელონას შესთავაზა

მას შემდეგ, რაც ლეო მესის "ბარსელონაში" დაბრუნება გამოირიცხა, კატალონიურ კლუბს საკუთარი თავი გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა შესთავაზა. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
ცნობილია, რომ მომდევნო სეზონისთვის ჩავის მინიმუმ ერთი შემტევის დამატება სურს. განსაკუთრებით სუსტად გამოიყურება თავდასხმის მარცხენა ფლანგი, სადაც ფერან ტორესი და ანსუ ფატი იმედებს ვერ ამართლებენ, რაფინიასა და დემბელეს კი ჩავი მარჯვენა ფლანგზე ხედავს.
ცნობილია, რომ "პარი სენ-ჟერმენს" ნეიმარის გაშვება სურს. Sport-ის ცნობით ბრაზილიელმა საკუთარი თავი "ბლაუგრანას" შესთავაზა და ის მზადაა, კლუბში დასაბრუნებლად ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმციროს.
ამ საკითხზე "ბარსელონას" ამჟამინდელი პოზიცია უცნობია.
ნეიმარი "ბარსელონაში" 2013-2017 წლებში თამაშობდა. "ბლაუგრანას" მაისურით მან 186 თამაში ჩაატარა, 105 გოლი გაიტანა და 76 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
2022/23 წლების სეზონში 31 წლის ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩატარებულ 29 შეხვედრაში თავი 18 გოლითა და 17 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 24 ]