ლეო მესი ინტერ მაიამის უახლოვდება

ლიონელ მესი "ინტერ მაიამიში" გადასვლასთან ახლოსაა.
უამრავი წყაროს ინფორმაციით, არგენტინელი ფეხბურთელი გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს და მას საჯაროდ დაადასტურებს.
Diario Ole-ს ჟურნალისტის, ერნან კლაუსის ცნობით, 35 წლის მოთამაშე "ინტერ მაიამის" შეუერთდება. წყაროს თანახმად, ყველაზე რეალური სწორედ ამერიკული კლუბის ვარიანტია.
მესის "ბარსელონაში" გადასვლა სურს, თუმცა კატალონიელებისგან დარეგისტრირების გარანტიას ვერ იღებს, რის გამოც "ბლაუგრანაში" დაბრუნების შანსები მიზერულია.
"ინტერ მაიამი" მესის ხელფასის სახით 50 მილიონ ევროზე მეტს სთავაზობს, თუმცა ფული ლეოს მოტივაცია არაა - არგენტინელი "ბარსელონაში" უფასოდაც ითამაშებდა, თუმცა ლა ლიგის წესები ამის საშუალებას არ იძლევა.
როგორც არაერთი წყარო იტყობინება, შანსების სიმცირის მიუხედავად, მესი "ბარსელონას" ელოდება. მოსალოდნელია რომ "ბარსა" ოფიციალურ შეთავაზებას დღეს ან ხვალ გააკეთებს, თუმცა კლუბს გარანტიების მიცემა არ შეუძლია..
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]