სელტა 2-1 ბარსელონა | სეზონის ბოლო მატჩი

სელტა 2-1 ბარსელონა | სეზონის ბოლო მატჩი

"ბარსელონა" 2022/23 წლების ბოლო ოფიციალურ შეხვედრაში "სელტასთან" 1-2 დამარცხდა. 

ვიგოელთა მხრიდან გოლები 41-ე და 65-ე წუთზე 21 წლის ტალანტმა გაბრი ვეიგამ გაიტანა, 79-ე წუთზე კი უსმან დემბელეს ასისტით ანსუ ფატიმ სხვაობა შეამცირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

მატჩის ერთადერთი დატვირთვა კარის მშრალად შენახვა იყო, რითაც მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ლა ლიგისა და ევროპის ტოპ 5 ლიგის რეკორდს დაამყარებდა სეზონში ყველაზე მეტი - 27 - მშრალად შენახული კარით, თუმცა სამწუხაროდ პირველი გოლი სწორედ გერმანელმა გაუშვა, მეორე ტაიმში კი ის ინიაკი პენიამ შეცვალა.


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 5 ივნისი 2023 19:48
    0
    ჯერ ფეხბურთი არ გვაჩვენეთ და ვიდეოც ვერ იშოვეთ რო რამე დაგვენახა. ონლაინი მიდიოდა და ბარსას ყველაზე იშვიათად აჩვენებდნენ.
    Culé [?]
    #2 5 ივნისი 2023 16:14
    0
    პენია გასაგდებია გუნდიდან წიხლით,რამდენჯერაც შანსი მიიღო იმდენჯერ საშინელი შეცდომა დაუშვა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 ივნისი 2023 01:55
    1
    მეორე გოლი ისე გავიდა, რომ თვითონ გაუკვირდა იმ ტიპს. ჩაწოდება უნდოდა, ბურთი მოეჭრა და ამ შლანგმა პენიამ ვერ აიღო.