ერთი ნაბიჯი მეორე დივიზიონამდე - ბარსა ატლეტიკმა მინი ელ კლასიკო მოიგო

ერთი ნაბიჯი მეორე დივიზიონამდე - ბარსა ატლეტიკმა მინი ელ კლასიკო მოიგო

გუშინ "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდს, "ბარსა ატლეტიკს" ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ჰქონდა. რაფა მარკესის გუნდი მინი ელ კლასიკოში "რეალ მადრიდ კასტილიას" მასპინძლობდა.

"ბარსელონასა" და "რეალ მადრიდის" ახალგაზრდული გუნდები ერთმანეთს ესპანეთის მეორე დივიზიონში გადასასვლელი ფლეი ოფის ნახევარფინალში შეხვდნენ.

ბარსელონაში გამართული შეხვედრა მასპინძელთათვის ცუდად დაიწყო - მე-14 წუთზე ანგარიში მადრიდელებმა გახსნეს. თუმცა პირველი ტაიმი მაინც "ბარსა ატლეტიკმა" მოიგო. მე-19 წუთზე ანგარიში შადი რიადმა გაათანაბრა, 44-ე წუთზე კი რობერტო ფერნანდესმა წინ "ბლაუგრანა" გაიყვანა.

68-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ დარჩენილ დროში კრუს ლუისიმიმ დუბლი შეასრულა და "ბარსა ატლეტიკმა" 4-2 მოიგო.

განმეორებითი შეხვედრა 11 ივნისს მადრიდში გაიმართება. მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნების შემთხვევაში "ბარსა ატლეტიკი" ფლეი ოფის ფინალში გავა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #10 4 ივნისი 2023 21:54
    1
    ციტატა: CuleTillIDie
    რიადი დააწინაუროს პირველ გუნდში, ყვერიკ გარსიას და ალონსოს რო გავარტყი მე

    + 1 .....100% ეგ ბიჭი (დასაწინაურებელია პირველ გუნდში) აქამდეც კაი ხნის დატესტილი უნდა ჰყავდეს მაგრამ რად გინდა შე@ცა დედამიწას ამ ლენგლე N2 (გარსია) ალვის ხე (ალონსო) -თი rage
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 4 ივნისი 2023 17:56
    1
    ეს ტურნირი მეორე დივიზიონში გადასასვლელი ყოფილა, სულ კი სამი დივიზიონია. მაგათზე წინ კი სეგუნდა. ვიღაცა წერდა კარგი იქნება სეგუნდაში თუ გადავალთო. სეგუნდამდე კიდევ ბევრია სავალი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 4 ივნისი 2023 16:41
    1
    მალადეც ბიძიკო კაი ბიჭია, ძლივს არ გამოჩნდა ჩემი სტილის ფეხბურთელი? ჩემი ბავშვობა გამახსენდა, ზუსტად ეგეთი დამრტყმელი ვიყავი ისეთ საოცარ მომენტში ვარტყავდი რომ მეკარეს დედამიწა გახეთქოდა ერჩივნა, თავზე გადაგდების ოსტატი ვიყავი ჩაკიდული დარტყმების საღოლ ამ ბიჭს ეს ჩემი კაცია.
    --------------------
    THUGS
    Culé [?]
    #7 4 ივნისი 2023 15:06
    2
    რიადი დააწინაუროს პირველ გუნდში, ყვერიკ გარსიას და ალონსოს რო გავარტყი მე
    --------------------
    #infinit8iniesta
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 4 ივნისი 2023 14:42
    1
    ციტატა: Footballfan
    ციტატა: me da barca
    3 ივნისი მადრიდში გლოვის დღედ გამოაცხადეს. ბარსას ამდენ წარმატებას ვერ გაუძლეს. (ბარსა ბ. - ბარსა W.)

    ბოდიში რომელ ან რამდენ წარმატებაზეა საუბარი🤣

    ბრჩხილებში წერია თუ დააკვირდი.
    წევრი [?]
    #5 4 ივნისი 2023 13:24
    0
    ციტატა: me da barca
    3 ივნისი მადრიდში გლოვის დღედ გამოაცხადეს. ბარსას ამდენ წარმატებას ვერ გაუძლეს. (ბარსა ბ. - ბარსა W.)

    ბოდიში რომელ ან რამდენ წარმატებაზეა საუბარი🤣
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 4 ივნისი 2023 12:16
    5
    3 ივნისი მადრიდში გლოვის დღედ გამოაცხადეს. ბარსას ამდენ წარმატებას ვერ გაუძლეს. (ბარსა ბ. - ბარსა W.)
    [?]
    #3 4 ივნისი 2023 11:41
    5
    ჯერ გავცდეთ რეალს და თუ ფინალში გავედით მგონი ვხვდებით სელტა ბ-ეს. სელტა ბ მაც მოიგო პირველი თამაში. ხოდა თუ ეგ ფინალი შედგა, დიდმა გუნდმა რო სელტას მოუგოს ბოლო ტურში და გააგდოს, სელტა ბ ეს სეგუნდაში გადმოსვლის უფლება აღარ ექნება. და ალბათ ფინალს ავტომატურად მოვიგებთ. მარა ალბათ სელტა დაგვადუღებს დღეს
    Culé [?]
    #2 4 ივნისი 2023 10:20
    7
    ისე ბოლო წლებში მერამდენადაა უკვე რომ ამ ეტაპამდე მიდიან და ერთხელ ხო უნდა დამთავრონ ტრიუმფით🙏
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #1 4 ივნისი 2023 10:05
    8
    ქალებიც და ბავშვებიც ნავარდობენ მარტო დიდები არიან ქვეშა……