დღეს ახალგაზრდული ელ კლასიკოა

დღეს "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდს, "ბარსა ატლეტიკს" მნიშვნელოვანი თამაში აქვს. კატალონიელები ლა ლიგა 2-ში გადასასვლელი ფლეი ოფის შეხვედრაში "რეალ მადრიდ კასტილიას" დაუპირისპირდებიან.
ახალგაზრდული "ელ კლასიკოს" პირველი თამაში ბარსელონაში გაიმართება და ის ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.
დღევანდელი მატჩისთვის "ბარსა ატლეტიკს" ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრებიდან ლამინე იამალი დაუბრუნდა, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ის შეხვედრას სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს.
განმეორებითი თამაში 11 ივნისს მადრიდში გაიმართება, წყვილის გამარჯვებული კი ფლეი ოფის ფინალში "სელტა ბ-სა" და "ელდენსეს" შორის უფრო ძლიერს დაუპირისპირდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]