ჟოან ლაპორტა ალბას: შენი წასვლა კლუბს ფინანსურად ძალიან დაეხმარება

გუშინ ჟორდი ალბას გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გაიმართა, რომლის დროსაც სიტყვით "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტაც გამოვიდა.
ჟორდი ალბა პირველი იყო, ვინც "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად ჩავის დანიშვნა მირჩია.
ჟორდი, შენ ხარ ფეხბურთელი, რომელიც ქუჩაში შეიქმნა. შენნაირები ცოტანი არიან დარჩენილნი.
ალბა "ბარსელონასთან" ძალიან კარგად მოიქცა. მან ხელფასის დიდი ნაწილი დათმო.
ჟორდი, დიდი მადლობა. შენი წასვლა კლუბს ფინანსურად ძალიან დაეხმარება.
შენ ჩვენი კლუბის ლოგოს ნაწილი ხარ. შენ დიდებული პიროვნება და "ბარსელონას" დიდი გულშემატკივარი ხარ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]