ჟორდი ალბას გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოსვლა

ჟორდი ალბას გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოსვლა

გუშინ "ბარსელონამ" ჟორდი ალბასთან გამომშვიდობების ღონისძიება გამართა, რომელსაც არაერთი ადამიანი დაესწრო.

ღონისძიების დროს სიტყვით თავად მთავარი მოქმედი პირიც გამოვიდა.

უპირველესად, მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს. თამაშის შემდეგაც აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ: თქვენ მე კარიერაში საუკეთესო ეპიზოდი მაჩუქეთ. უკეთეს გაცილებას საუკეთესო ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი.

მინდა, დღევანდელ დღეს ტიტო ვილანოვას ხსოვნას პატივი მივაგო.

ლა მასიაში გატარებული პირველი პერიოდი ძალიან კარგად მახსოვს. ყოველთვის სიამაყით გავიხსენებ, რომ "სიუტატ ესპორტივას" ბაზის მშენებლობის პირველი აგურის დადების პატივი მხვდა.

აქაური ყოველდღიური ცხოვრება ძალიან მომენატრება.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს პაპას. ის ძალიან მენატრება. ცუდია, რომ მან "ბარსელონას" პირველი გუნდის მაისურში ვერ მიხილა. მე ეს შევძელი, პაპა.

მადლობა მშობლებს იმ ღირებულებებისთვის, რომლებითაც აღმზარდეს და უფლებისთვის, საკუთარი ცხოვრება ფეხბურთისთვის მიმეძღვნა.

ეს არ არის საბოლოო გამომშვიდობება, კიდევ შევხვდებით.

როდესაც "ლა მასიას" ვტოვებდი, არ მეგონა, თუ "ბარსაში" დავბრუნდებოდი. ამისთვის იღბალია საჭირო.

როდესაც პატარა ვიყავი, ჩემთვის არავის არაფერი მოუცია. ამ ყველაფრის მიღწევა ძალიან რთული იყო. ახლა კი მიხარია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, სტაფსა და კლუბს ვეხმარები.

მადლობა ლუის ენრიკეს მსოფლიო ჩემპიონატზე გამოცხადებული ნდობისთვის იმის მიუხედავად, რომ ბევრი თამაშის საშუალება არ მქონია.

კუნდესთან ჩემი ინციდენტი, სანამ ის "ბარსაში" გადმოვიდოდა? მას ეს უკვე ვაპატიე (იცინის).

ჩემი კავშირი მესისთან? ყოველთვის ვცდილობდი, ბურთი მისთვის გადამეწოდებინა, რადგან ვიცოდი, რომ გოლს გაიტანდა. არ ვნერვიულობდი იმაზე, რომ მასთან ახლოს ბევრი მეტოქე მცველი იყო. ვიცოდი, რომ ის მაინც გაიტანდა.

ბუსკეტსი უფრო დიდი ლეგენდაა, ვიდრე მე. მან მეტი ტიტული მოიგო. მე მას მხოლოდ გატანილი გოლებით ვჯობნი (იცინის).

ჩავი, როგორც მწვრთნელი, დამაკლდება. მასზე გაბრაზებული არასდროს ვიქნები იმის გამო, რომ ბევრს არ მათამაშებდა. ის ყოველთვის ძალიან კარგად მეპყრობოდა.


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 3 ივნისი 2023 12:48
    0
    ძაან მიყვარს ალბა და იმედია ევროპაში დარჩება, ინტერზე და ატლეტიკოზე იწერება...
    ფანი [?]
    #4 2 ივნისი 2023 22:27
    1
    პაპა smile smile საინტერესოა პაპას ვის ეძახიან ესპანელები?
    ბაბუას?
    თუ მწერალია კახელი satisfied satisfied satisfied satisfied
    ფანი [?]
    #3 2 ივნისი 2023 15:27
    0
    Madloba alba genacvale,sheidzleb abevri sheuracxyofa momiyenebia am kacistvis mara bolo wlebshi vegarc tamashobda da skamzec ar ijda,wasvlasac ver xvdeboda. Bolos mainc miaxvedres da tvitonac jigrulad adga da wavida. Amito kide davafaseb momavalshi d amokled xazi ar gadausviat orives magati namogvawistvis.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 ივნისი 2023 14:52
    0
    ჩემი კავშირი მესისთან? ყოველთვის ვცდილობდი, ბურთი მისთვის გადამეწოდებინა, რადგან ვიცოდი, რომ გოლს გაიტანდა. არ ვნერვიულობდი იმაზე, რომ მასთან ახლოს ბევრი მეტოქე მცველი იყო. ვიცოდი, რომ ის მაინც გაიტანდა.
    აი აქ არ ტყუის, მნიშვნელობა არა აქვს რამდენი მცველი იჭერს ლეოს თუ ის დასარტყმელ პოზიციაზეა უკვე გოლს ვყვირივართ, აი თუ ბურთი ტორესთან მიდის სისხლი გვეყინება.
    წევრი [?]
    #1 2 ივნისი 2023 10:23
    3
    მადლობა ალბა, ძაან კლასნი კი ხარ, მარა ვეღარ თამაშობ იმ დონეზე რაც საჭიროა. შემცვევლი კი დაგვიტოვა ბალდეს სახით და წასვლის დროც იყო ნამდვილად, ნეტა სად გადადის საინტერესოა ისე, ალბათ სადაც ბუსკეტსი წავა იქ წავა ესეც