ხავიერ ტებასი ბარსელონაში ჩავიდა და ჟოან ლაპორტას შეხვდა

დღეს ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ბარსელონაში ჩავიდა და "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ Jijantes ავრცელებს.
წყაროს ცნობით ხავიერ ტებასი ჟოან ლაპორტასა და კლუბის სხვა დირექტორებს "ბარსელონას" პრეზიდენტის სახლში შეხვდა.
შეხვედრა დაახლოებით 2.5 საათი გაგრძელდა და საკმაოდ პოზიტიურად წარიმართა. განსახილველი თემა "ბარსელონას" მიერ წარდგენილი ფინანსური გეგმა იყო, რომელსაც ლა ლიგა, დიდი ალბათობით, ორშაბათს დაამტკიცებს, რის შემდეგაც "ბარსას" ლეო მესის დაბრუნებაზე აქტიურად მუშაობის საშუალება ექნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]