მესი, ინიესტა და გვარდიოლა ბუსკეტსს ბარსელონური კარიერის დასრულებას ულოცავენ

"ბარსელონას" ლეგენდები - ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა და პეპ გვარდიოლა - სერხიო ბუსკეტსს "ბარსელონური" კარიერის დასრულებას ულოცავენ.
ვიდეოს სოციალურ ქსელში "ბარსას" ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
მესი: "მოედანზე და მის მიღმა შენთან ამდენი დროის გატარება დიდი პატივი იყო. შენ და შენს ოჯახს ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ძალიან მიყვარხარ"
ინიესტა: "გილოცავ, ძმაო. ტიტულებისა და რეკორდების გარდა, განსაკუთრებით იმის გამო გილოცავ, რასაც უკან ტოვებ: მემკვიდრეობას, პროფესიონალიზმს და მაგალითს, რომელიც შენი სახით შექმენი. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ"
გვარდიოლა: "შენთან 5 წლის გაზიარება ნამდვილი სიამოვნება იყო. გილოცავ შენი დიდებული კარიერის გამო. შენ იმსახურებ ყველაფერ კარგს, რაც შენს ცხოვრებაში მოვა. გკოცნი"
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]