ბარსელონა მესის შეთავაზებას გაუკეთებს

მას შემდეგ, რაც დაიწერა, რომ ლიონელ მესი საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას მომდევნო დღეებში აპირებს, "ბარსელონა" მოქმედებაზე გადადის.
არგენტინელი ჟურნალისტის ვერონიკა ბრუნატის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი მესის ოფიციალურ შეთავაზებას გაუკეთებს. ფეხბურთელისთვის კონტრაქტის პირობები ცნობილია. გადამწყვეტი იქნება "ბარსას" ფინანსურ გეგმაზე ლა ლიგის დასტური, რომელსაც კლუბი უახლოეს მომავალში ელის.
წყაროს თანახმად, 35 წლის ფეხბურთელის გარემოცვამ "ბლაუგრანას" აცნობა, რომ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს და დიდხანს არ მოიცდის.
"ბარსელონა" ოპტიმისტურადაა განწყობილი და სჯერა, რომ ლა ლიგისგან დადებით პასუხს მიიღებს, რაც ლიონელ მესის დამატებას შესაძლებელს გახდის.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]