ლეო მესი გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს

ლეო მესი გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლიონელ მესის სურს, რომ საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება მალე მიიღოს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, არგენტინელი არჩევანს უახლოეს დღეებში გააკეთებს. ლეო დიდხანს მოცდას არ აპირებს და "ბარსელონას" ვარიანტად აღარ განიხილავს, რადგან კატალონიურ კლუბს შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია.

როგორც ცნობილია, აღნიშნული ინფორმაცია მესის გარემოცვიდან მოდის. ჟერარ რომერო ვარაუდობს, რომ არგენტინელი "ბარსელონასა" და ლა ლიგაზე ზეწოლას ცდილობს - "ბარსა" 35 წლის ფეხბურთელს შეთავაზებას სწორედ იმიტომ ვერ უკეთებს, რომ ლა ლიგისგან ფინანსურ გეგმაზე დასტური ჯერ არ მიუღია.

ალექს პინანტელის ცნობით, მესის პრიორიტეტი კვლავ "ბლაუგრანაა". 

ნებისმიერ შემთხვევაში, მიმდინარე კვირა ლეოს მომავლის გარკვევისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ცნობილია, რომ არგენტინელი "პარი სენ-ჟერმენს" დატოვებს. მესის "ალ ჰილალიდან" აქვს შემოთავაზება, თუმცა ის ჯერ "ბარსას" ელოდება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 30 მაისი 2023 23:37
    0
    სულ რო სამი მესის მოსაყვანი რესურსი ჰქონდეს ბარსელონას, ლალიგა არ დაუშვებს ამ ტრანსფერს და წავა ალ ჰილალში ლეო...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 30 მაისი 2023 15:23
    0
    ლეო დიდხანს მოცდას არ აპირებს და "ბარსელონას" ვარიანტად აღარ განიხილავს, რადგან კატალონიურ კლუბს შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია.
    ეს ტებასს არ წაკითხონ თორემ სპეციალურად დაბლოკავს კიდევ რამდენიმე დღით ეგ გველი.
    Culé [?]
    #4 30 მაისი 2023 10:18
    1
    ციტატა: Don_Andresito
    ციტატა: Gaucho24
    რავი ყველას უნდა აწყობდეს მესის მოსვლა ლა ლიგასაც ბარსელონასაც ესპანეთსაც და წარმოიდგინეთ რეალსაც და იმედია მოვა კიდეც

    რეალს რატო? მთელი თვეები სალაპარაკო თემა ლეოს ქამ ბექი იქნება, პრესის და მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში ბარსელონა აღმოჩნდება. რეალს ეგ რაში აწყობს? პერესი მაგ ყველაფრის გადასაფარად კიდე ვერაფერს გააკეთებს, მესის თუ ფინანსური პოლიცია დაიბარებს თორე სხვა რა შეეძლება. ზუსტად მაგიტო არ გვაქ დასტური ლა ლიგისგან. თორე რეალს რო აწყობდეს უკვე მიღებული გვექნებოდა. ახლა მთელი ლა ლიგა პერესის და ბუნების შეცდომა ვინისიუსის გულის მოსაგებად ნახევარ ესპანეთს აპატიმრებს ვინც კი შავი მზე უწოდა

    რეალს იქიდან აწყობს რომ რაც უფრო ძლიერია შენი კონკურენტი მით უფრო ძლიერდები შენც , რეალს არ აწყობს პსჟს ან ბაიერნის მსგავსად იყოს , ერთმანეთი ჭირდებათ , პლუს მესის მოსვლა ლა ლიგის სპონსორებსაც გაზრდის და მაყურებლებსაც რაც ტრანსლაციებში რეალზეც აისახება , პლუს ხო ხედავ რა ამბავია ელ კლასიკო წაართვეს და აუკრძალეს და ყველანაირად გამოდემბელევდნენ ესპანეთში და სამომავლო პერსპექტივაშიც ასეთი დონის ფიგურა ლა ლიგაში რომ ითამაშებს როგორც ჩემპიონატს ისე გუნდებსაც აწყობს , სხვა ვარსკვლავების მოსაზიდად , ხარისხის გასაზრდელად და ა.შ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 30 მაისი 2023 02:08
    1
    ტებას გვაღირსე დასტური გვაღირსეეე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #2 30 მაისი 2023 00:49
    4
    ციტატა: Gaucho24
    რავი ყველას უნდა აწყობდეს მესის მოსვლა ლა ლიგასაც ბარსელონასაც ესპანეთსაც და წარმოიდგინეთ რეალსაც და იმედია მოვა კიდეც

    რეალს რატო? მთელი თვეები სალაპარაკო თემა ლეოს ქამ ბექი იქნება, პრესის და მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში ბარსელონა აღმოჩნდება. რეალს ეგ რაში აწყობს? პერესი მაგ ყველაფრის გადასაფარად კიდე ვერაფერს გააკეთებს, მესის თუ ფინანსური პოლიცია დაიბარებს თორე სხვა რა შეეძლება. ზუსტად მაგიტო არ გვაქ დასტური ლა ლიგისგან. თორე რეალს რო აწყობდეს უკვე მიღებული გვექნებოდა. ახლა მთელი ლა ლიგა პერესის და ბუნების შეცდომა ვინისიუსის გულის მოსაგებად ნახევარ ესპანეთს აპატიმრებს ვინც კი შავი მზე უწოდა
    Culé [?]
    #1 29 მაისი 2023 23:54
    9
    რავი ყველას უნდა აწყობდეს მესის მოსვლა ლა ლიგასაც ბარსელონასაც ესპანეთსაც და წარმოიდგინეთ რეალსაც და იმედია მოვა კიდეც