ჩავი ერნანდესი: ლაპორტას ვუთხარი, რომ მესის დაბრუნება მინდა

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი ლიონელ მესის შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობს:
რა თქმა უნდა, ლეოს ჩვენი დახმარება ჯერ კიდევ შეუძლია. ის რამდენიმე პოზიციაზე თამაშობს და ბოლო პერიოდში ნახევარმცველიც კი გახდა. არგენტინელი მსოფლიო ჩემპიონატზე გასაოცარი იყო და რამდენიმე წელი უმაღლეს დონეზე იქნება.
მესის ყოველთვის ვესაუბრები და ლაპორტასაც ვუთხარი, რომ მის დაბრუნებას მივესალმები. ლეო ლიდერი, გამარჯვებული და მუდამ მონდომებული ფეხბურთელია. "ლა პულგა" ჩვენს სტილსა და იდეებს ერგება - უკვე ვიცი, ის როგორ გამოვიყენო.
ყველაფერი თავად ლეოს გადასაწყვეტია. მისთვის ჩვენი კარი ღიაა.
გუნდში ისეთი ტალანტი აღარაა, როგორიც 2010 წელს იყო. მესი ბევრს შეგვმატებს - ჯარიმებს, გოლებს, ბოლო პასებს... ის განსხვავებული მოთამაშეა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]