ლეო მესი ბარსელონაშია

"ბარსელონას" ლეგენდა და ზაფხულის მთავარი სატრანსფერო სამიზნე ლეო მესი ბარსელონაშია.
ტონი ჟუანმარტის ინფორმაციით, 35 წლის ფეხბურთელი სესკ ფაბრეგასთან ერთად სტადიონ "მონჟუიკზე" როკ-ჯგუფ Coldplay-ს კონცერტს ესწრება.
გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონამ" მესი ჟორდი ალბასა და სერხიო ბუსკეტსის გამოსამშვიდობებელ ცერემონიებზე მიიწვია. შესაძლოა, არგენტინელი ბარსელონაში სწორედ ამ მიზნით ჩავიდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]