ჩავი ერნანდესი მალიორკასთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესმა "მალიორკასთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
დღეს ზეიმისა და სიხარულის დღეა. მადლობა პრეზიდენტს ჩემი დანიშვნისთვის, მადლობა პერსონალსა და ფეხბურთელებს, რომლებმაც ყველაფერი გაიღეს, მადლობა ფანებს, რომლებიც შესანიშნავი იყვნენ.
უსამართლოა იმის თქმა, რომ ეს ჩავის ლა ლიგაა, ეს პრეზიდენტის, მატეუ ალემანის, ჟორდი კრუიფის, ფეხბურთელების - ყველას გუნდური მუშაობის შედეგია.
ბევრი რთული მომენტი გამოვიარეთ: ჩემპიონთა ლიგიდან და კოპა დელ რეიდან გავარდნა, მაგრამ ფეხბურთელების გვერდით დავდექით და ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.
ლა ლიგის მოგება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან "ბარსას" მწვრთნელობა დიდი ზეწოლაა.
სამწუხაროა, რომ კლუბის ისტორიაში საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი და საუკეთესო მარცხენა მცველი გვტოვებენ. ვფიქრობ, მათ წასვლისთვის კარგი მომენტი შეარჩიეს - ეს მარტივი არაა. ისინი ძალიან მიყვარს.
დღეს მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]