ბარსელონა, შესაძლოა, დი მარიას მიუბრუნდეს

დიდი ალბათობით, ზაფხულში ანხელ დი მარია ტურინის "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
არგენტინელი წლებია "ბარსელონას" რადარზეა და გასულ წელს ტრანსფერთან ახლოსაც იყო. ახლა კი, Relevo-ს ინფორმაციით, "ბარსა", შესაძლოა, დი მარიას მიუბრუნდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ლეო მესი დაბრუნდება.
ანხელის დამატებით "ბენფიკა", "გალათასარაი" და არაბული კლუბებიც ინტერესდებიან. "ბარსელონასთან" ჯერ კონკრეტული არაფერი ხდება. ფეხბურთელს ევროპაში დარჩენა სურს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]