ბარსელონა და რეალ მადრიდი ტერმინ "ელ კლასიკოს" ვეღარ გამოიყენებენ

ბარსელონა და რეალ მადრიდი ტერმინ "ელ კლასიკოს" ვეღარ გამოიყენებენ

ესპანურ ფეხბურთში უცნაური სიტუაცია იქმნება - "ელ კლასიკოს" მონაწილე გუნდებს ამ ტერმინის გამოყენების უფლება აღარ ექნებათ.

სავაჭრო ნიშანი "ელ კლასიკო" ესპანეთის საპატენტო ბიუროში ორგანიზაცია ლა ლიგას აქვს დარეგისტრირებული. Relevo-ს ცნობით "ბარსელონამ" და "რეალმა" საპატენტო ბიუროს განცხადებით მიმართეს და მოითხოვეს, რომ "ელ კლასიკოს" გამოყენების უფლება მათაც ჰქონოდათ, მაგრამ უარი მიიღეს. მიზეზი ისაა, რომ ეს სავაჭრო ნიშანი სხვა ორგანიზაციას აქვს დარეგისტრირებული და კლუბების მხრიდან მისმა გამოყენებამ, შესაძლოა, სიტუაციის არევა გამოიწვიოს.

ორივე კლუბისთვის ეს დიდი დარტყმაა, რადგან მათი დაპირისპირება მთელ მსოფლიოშია ცნობილი, სახელი "ელ კლასიკოს" გარეშე კი მისი მარკეტინგული ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. მაგალითად, ზაფხულში ამერიკაში გასამართი ამხანაგური დაპირისპირება შეგვიძლია, მოვიყვანოთ, რომელსაც "ელ კლასიკო" ვერ ერქმევა.

"ბარსელონასა" და "რეალ მადრიდს" საპატენტო ბიუროს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად ერთი თვე აქვთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 27 მაისი 2023 21:15
    0
    ანუ მარტო ლალიგაში ერქმევა ელ კლასიკო? იქ ხომ არააქვთ ამათ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 27 მაისი 2023 14:43
    1
    ტებასს უნდა გაუყარო ,,ელ კოლბასა" უკან და დაწყნარდება ეს ძაღლისშვილი.
    ფანი [?]
    #5 26 მაისი 2023 22:31
    1
    არა ძმაო, ეს ტებასი კონკრეტულად ავად არის.
    მაგრამ არ მესმის ერთი რამე, ამ სეზონში ხუთჯერ შეხვდნენ ბარსა და რეალი ერთმანეთს და ყველას ელ-კლასიკო ერქვა და როდისღა დაარეგისტრირა ლა ლიგამ ეს ბრენდი? ან როგორ დაარეგისტრურა რომ არავინ იცოდა? ან რეალის და ბარსას გარეშე როგორ დაარეგისტრირა?
    რატომ ხდება ასე რომ უცბათ მობრუნდებიან და ამბობენ, თურმე ასე ყოფილაო? რანაირად არის ეს? ასე ჩუმად განა შეიძლება ასეთი რამე მოხდეს? გამოდის, რომ თუ ლა ლიგაში ითამაშებენ მაშინ ელ კლასიკოა და თუ თასზე, ჩემპიონთა ლიგაში ან პრესეზონზე ითამაშებენ, მაშინ არ არის ელ-კლასიკო?
    რაღაცა სხვა რამეშია საქმე....
    გულშემატკივარი [?]
    #4 26 მაისი 2023 21:43
    1
    რამე სხვას დაარქმევენ El racista , El corrupción. ყველა ფულის კეთებაზეა გადასული
    --------------------
    •Barca forever•
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 მაისი 2023 18:49
    1
    მერე ვინ დაარეგისტრირა და როდის "ელ კლასიკოდ"- მატჩი რომელსაც 100 წლოვანი ისტორია აქვს და მსოფლიო ამ სახელით იცნობს? ტებასმა ხო არა? თუ ბარსელონას და რეალს უნდა დაერეგისტრირებინათ ფაქტი, რომ ისინი ერთმანეთს ეთამაშებოდნენ 100 წლის განმავლობაში მინიმუმ წელიწადში 2-ჯერ ზოგჯერ კი 4-ჯერაც და შეიძლება 6-ჯერაც კი.
    ანუ კალენდარული მატჩის სახელი უნდა დაერეგისტრირებინათ? ბარემ "დერბიც" დაარეგისრიროს ვისაც არ ეზარება და ვერც ჩვენ ესპანიოლთან და ვერც რეალი ატლეტიკოსთან "დერბიში" ვერ ითამაშებენ ვიღაცის ნებართვის გარეშე.
    ახალბედა [?]
    #2 26 მაისი 2023 16:56
    8
    ელ კლასიკო ელ კლასიკოა და იქნება მუდამ ელ კლასიკო🤩🤩
    Culé [?]
    #1 26 მაისი 2023 15:37
    20
    მე მაინც ელ კლასიკოს დავუძახებ და ხალხიც, მაგრად მკიდია მაგათი სავაჭრო ნიშანი.