ლევანდოვსკი: მესის თვალებში დავინახე, თუ რას ნიშნავს ბარსელონა მისთვის

"ბარსელონას" შემტევმა, რობერტ ლევანდოვსკიმ TV3-თან ლეო მესისა და იოზუა კიმიხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
პოლონელი შემტევი მესის ლაურეუსის დაჯილდოებაზე შეხვდა, ისინი ერთად კამერებმაც დააფიქსირეს. "როდესაც ლეოს "ბარსელონაზე" ვესაუბრე, თვალებში დავინახე, თუ რას ნიშნავს ეს კლუბი და ქალაქი მისთვის."
ბოლო პერიოდში რობერტის ყოფილ თანაგუნდელს, კიმიხს "ბლაუგრანასთან" აქტიურად აკავშირებდნენ, რაზეც ლევანდოვსკი პასუხობს:
"ის დაუჯერებელი მოთამაშე და პიროვნებაა. იოზუაზე ბევრს ვერ ვისაუბრებ, რადგან ის "ბაიერნის" ფეხბურთელია. წლებია ვიცნობ და მხოლოდ დადებით მხარეებზე შემიძლია ვისაუბრო".
"ბარსელონაში" ჩემი გადმობარგება? თავიდან ყველაფერი ახალი იყო, ბევრი რამის გაგება მომიწია. ზუსტად ამიტომაა, რომ ჩავი კლუბზე და მოთამაშეებზე ბევრს მესაუბრება", - ამბობს რობერტი.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 5 ]