ვინ იქნებიან ბარსელონას კაპიტნები?

"ბარსელონას" 2022/23 წლების სეზონს 4 ფეხბურთელი კაპიტნობდა - სერჟიო ბუსკეტსი. ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა და სერჟი რობერტო.
იქიდან გამომდინარე, რომ პიკემ კარიერა დაასრულა, ალბა და ბუსკეტსი კი კლუბს 30 ივნისს ტოვებენ, "ბლაუგრანას" ახალი კაპიტნების არჩევა უწევს.
ჟერარის წასვლის შემდეგ ადგილი მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა შეავსო, ასე რომ, თავისუფალი მხოლოდ 2 ადგილი რჩება.
საკითხავია, თუ ვინ შეძლებს ბუსკეტსის ჩანაცვლებას, ვინაიდან, ის ლეო მესის წასვლის შემდეგ გუნდის მთავარი კაპიტანი იყო. ეჭვგარეშეა, რომ არგენტინელი ფეხბურთელის დაბრუნების შემთხვევაში, ის სამკლაურს კვლავ გადაიბარებს, თუმცა, "ბარსელონას" მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა ეს ოპერაცია ვერ განხორციელდეს.
Sport-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ კანდიდატად ფრენკი დე იონგი მოიაზრება, რასაც მხარს გასახდელი ოთახის უჭერს.
Forbes-ის ცნობით კი, ვაკანტურ ადგილზე ფრენკის გვერდით უსმან დემბელეც შეიძლება განვიხილოთ.
ასევე, ოთხეულში მოხვედრის შანსები რობერტ ლევანდოვსკის, რონალდ არაუხოს, პედრისა და გავისაც აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 15 ]