მარტინ სუბიმენდის რეალ სოსიედადში დარჩენა სურს

საიდუმლო არავისთვისაა, რომ ჩავი ერნანდესს სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად მარტინ სუბიმენდი სურს. "რეალ სოსიედადის" 24 წლის ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა, მაგრამ ამ თანხის გადახდის შემთხვევაშიც კი "ბარსელონას" ფეხბურთელის დარწმუნება მოუწევს.
60 მილიონი ევრო "ბარსელონასთვის" ბევრია. კატალონიელები შეეცდებიან, სუბიმენდის ტრანსფერში ფეხბურთელები ჩართონ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში "ბლაუგრანას" გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევს და თუ ასე მოხდა, "რეალ სოსიედადთან" მოსალაპარაკებელი არაფერი იქნება.
თუმცა თუ Mundo Deportivo-ს დავუჯერებთ, "ბარსას" ფეხბურთელის დარწმუნებაზე ზრუნვა მოუწევს. საქმე ისაა, რომ სუბიმენდის მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე "რეალ სოსიედადში" თამაში სურს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 14 ]