სამუელ უმტიტი: ბარსელონაში 4 წელი ციხეში გავატარე [სტატია შეიცავს ჩასწორებას]
![სამუელ უმტიტი: ბარსელონაში 4 წელი ციხეში გავატარე [სტატია შეიცავს ჩასწორებას] სამუელ უმტიტი: ბარსელონაში 4 წელი ციხეში გავატარე [სტატია შეიცავს ჩასწორებას]](/uploads/posts/2023-05/samuel-umtiti.webp)
"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი ფრანგი მცველი სამუელ უმტიტი კატალონიურ კლუბში გატარებულ პერიოდს იხსენებს.
"ბარსელონაში" 4 წელი ციხეში გავატარე. უბრალოდ მინდოდა, რომ დაფასება და პატივისცემა მეგრძნო.
ესპანეთში ყოფნის პირველ პერიოდში თავს დაფასებულად ვგრძნობდი და მაღალ დონეზეც ვთამაშობდი. შემდეგ მივხვდი, რომ არ მენდობოდნენ და თავს ცუდად ვგრძნობდი.
- აცხადებს 29 წლის ცენტრალური მცველი Canal Plus-თან საუბრისას.
უმტიტი "ბარსელონაში" 2016 წელს გადმოვიდა. თავიდან ის ძალიან მაღალ დონეზე თამაშობდა, მაგრამ შემდეგ ტრავმებმა შეაწუხა და 6 წლის განმავლობაში მონაწილეობა მხოლოდ 133 შეხვედრაში მიიღო.
ახლა სამუელი იტალიურ "ლეჩეში" იჯარით თამაშობს და საკმაოდ წარმატებითაც.
ჩასწორება: მოგვიანებით ამ საკითხზე უმტიტიმ კომენტარი გააკეთა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 12 ]