ბარსელონა 7 საყრდენ ნახევარმცველს აკვირდება | ჟერარ რომერო

ბარსელონა 7 საყრდენ ნახევარმცველს აკვირდება | ჟერარ რომერო

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სერხიო ბუსკეტსი "ბარსელონას" დატოვებს, კატალონიური კლუბისთვის საყრდენი ნახევარმცველის შეძენა პრიორიტეტად იქცა.

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, "ბლაუგრანა" შვიდ ფეხბურთელს აკვირდება.

აღსანიშნავია, რომ ბუსკეტსის შეცვლის კანდიდატებს შორის არაა იოზუა კიმიხი, რომელიც "ბარსას" ბოლო პერიოდში დაუკავშირეს.

მარტინ სუბიმენდი - მთავარ სამიზნედ კვლაც მარტინ სუბიმენდი რჩება, რომელიც ჩავი ერნანდესისა და ბორდის რჩეულია. "რეალ სოსიედადი" მის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს.

გვიდო როდრიგესი - "ბარსა" სუბიმენდის ალტერნატივად გვიდო როდრიგესს განიხილავს. ჩავი ერნანდესს არგენტინელი მოსწონს, მაგრამ ხელმძღვანელობას ფეხბურთელის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება.

არტურ ვერმეერენი - კლუბი ერთ-ერთ ვარიანტად "ანტვერპენის" 18 წლის ნახევარმცველს, არტურ ვერმეერენსაც განიხილავს.

რუბენ ნევეში - ჟოან ლაპორტას ფავორიტი რუბენ ნევეშია, რადგან პრეზიდენტს პორტუგალიელის აგენტთან ჟორჟე მენდეშთან კარგი ურთიერთობა აქვს.

სოფიან ამრაბატი - "ბარსელონა" არც სოფიან ამრაბატის კანდიდატურას ივიწყებს, თუმცა მაროკოელი ფავორიტებს შორის არაა.

ნ'გოლო კანტე - ბოლო პერიოდში კატალონიურ კლუბს "ჩელსის" საყრდენი ნ'გოლო კანტეც შესთავაზეს, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.

ორიოლ რომეუ - "ბარსელონას" "ჟირონას" 31 წლის ნახევარმცველი ორიოლ რომეუც დაუკავშირეს, თუმცა მისი შეძენის შანსები ყველაზე მცირეა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    ფანი [?]
    #21 Friday, 12:54
    0
    აი სად გვენძრევა 😀 ესენი ვინ არიან?😀 პრ@ჭზე უნდა გაიხნენ და მესის დარეგისტრების მერე კიმიხი და კანსელუს ტრანსფერები გააკეთონ თორე ევროპა ლიგაზე თამაშიც სანატრელი იქნება ისეთ ჯგუფში მოხვდებიან მესი და გუნდოგანის გარდა კიდე 5 ნორმალური ტრანსფერი მაინც უნდა გააკეთონ ამ ზაფხულს 1 ფორვარდი 1 ჩამშლელი 1 მარჯვენა მცველი
    1 მარცხენა ვინგერი გუნდს სკამი საერთოდ არ ყავს თუ ყავს კიდე ხავი ისე ტვრითავს პედრის და ფრენკის რო რა აზრი აქ?
    ფანი [?]
    #20 Friday, 11:11
    0
    ციტატა: Rick Sanchez
    კიმიხზე გაიბრძოლონ ჯობია, დაარწმუნონ რომ მიაწვეს ბაიერნს ბოლომდე და დავიჯერო 60 მილიონზე მეტი დაჯდება??


    60 ყვერანში გამოგართვეს და კიხიმს 60 ად არც დაანახებენ, ეგ მინიმუმ 120-150 მაინც ეღირება. თან ჯერ ძალიან ახალგაზრდაა 60 ამდე 34 წლის ლევანაში მოგთხოვეს თავის ბონუსიანა და კიხიმი60 ად? ან სადმე წერია კიხიმს ბაიერნის დატოვება უნდაო? კაცს სამკლაური ექნება გაისად, ასევე 3 წლიანს უფოებრნ სეზონის ბოლოს, მერე ამის ხელფას შენ დაფარწვ? 15 ამდე აწვს ბაიერნში და ახლა 20 მდდე გაზედას დაპირდნენ
    ფანი [?]
    #19 Friday, 10:12
    0
    კიმიხზე გაიბრძოლონ ჯობია, დაარწმუნონ რომ მიაწვეს ბაიერნს ბოლომდე და დავიჯერო 60 მილიონზე მეტი დაჯდება??
    ფანი [?]
    #18 Friday, 09:53
    0
    რადგან ახალი გუნდი შენდება ,ჩემი აზრით არტურ ვერმეერენი , ამბრაბატი ან სუბიმენდი უნდა დაითრიონ.სამივე ახალგაზრდაა,თუმცა მარტო ახალგაზრდას ვერ ანდობ ცენტრს.შეცდომები მეტია.
    ბურთის დამჭერი გვინდა.
    ეჰ ბუსკეცისნარიი მეორე აღარ იქნება
    გულშემატკივარი [?]
    #17 Friday, 00:27
    0
    კანტესაც არა უშავს თუ არ დაიმტვრა
    --------------------
    •Barca forever•
    გულშემატკივარი [?]
    #16 Friday, 00:15
    1
    ციტატა: KarlsAronia
    თუ უნდათ რომ საყრდენმა დაცვასთან ერთად ბურთის კონტროლიც ქნას მაშონ ზუბიმენდი თუ მხოლოდ დაცვითი და ჩაშლითი უნდათ მაშინ ამრაბატზე ძლიერია არცერთი არაააა............თუ მე მაგალითად გუნდში როცა მყავს პედრი დეიონგი და პლიუს გუნდაგანიც მომყავს მაშინ ზუბიმენდის მაგივრად ამრაბატს მოვიყვანდი

    100% მეც მასე მოვიქცეოდი რათქმაუნდა დავამატებდი იმ ფაქტსაც რომ თუ როდრიზე და კიმხიზე შანსი განულდებოდა მაგ შემთხვევაში გუნდოგანთან ერთად ამრაბატს მოვიყვანდი🙃
    [?]
    #15 Thursday, 22:18
    1
    ციტატა: George cule
    18 წლის ბიჭი ყველაზე დიდი ინვესტიციაა ამათგან... ვინც თამაშებს უყურებთ ამ ტალანტის დამეთანხმებით

    ეგეც უნდა იყიდონ და ერთი დონეც, ძირითადისთვის. კესი გასაყიდია.
    წევრი [?]
    #14 Thursday, 21:49
    2
    აი ამ სიის გამო აღარავის მოსვლას ველოდები ისეთი აღტაცებით როგორც ჩავის აქედან წასვლას
    Culé [?]
    #13 Thursday, 21:12
    2
    სუბიმენდი მართლა კარგია შეჭამა იმდღეს დეიონგი მაგრამ ძალიან ძვირია.არადა წაიყვანს ვიღაცამ მაგას არ დატოვებენ
    წევრი [?]
    #12 Thursday, 21:10
    1
    18 წლის ბიჭი ყველაზე დიდი ინვესტიციაა ამათგან... ვინც თამაშებს უყურებთ ამ ტალანტის დამეთანხმებით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 Thursday, 21:03
    1
    ყველა ერთმანეთზე ნაგავი განსაკუთრებით ამრაბატი და კანტე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #10 Thursday, 20:43
    0
    კიმიხი, ამბარაბატი, სუბიმენდი (დაბალ ფასად), კანტე (რადგან უფასოა) - ამათზე ღირს მხოლოდ დაკვირვება
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #9 Thursday, 20:29
    1
    არცერთი არაა ბარსას დონის. კიმიხს მიაწვნენ მოლომდე იქნება რამე გამოვიდეს. როდრი საუკეთესოა მარა ხელშეუხებელია.
    წევრი [?]
    #8 Thursday, 20:17
    6
    თუ უნდათ რომ საყრდენმა დაცვასთან ერთად ბურთის კონტროლიც ქნას მაშონ ზუბიმენდი თუ მხოლოდ დაცვითი და ჩაშლითი უნდათ მაშინ ამრაბატზე ძლიერია არცერთი არაააა............თუ მე მაგალითად გუნდში როცა მყავს პედრი დეიონგი და პლიუს გუნდაგანიც მომყავს მაშინ ზუბიმენდის მაგივრად ამრაბატს მოვიყვანდი
    ფანი [?]
    #7 Thursday, 20:10
    1
    აუ კიმიხი დაითრიონ რა, სიაში მყოფებიდან ბუსკეცის ფრჩხილადაც არ ღირს არცერთი, მოიყვანონ კიმიხი და კანტე უფადოდ
    წევრი [?]
    #6 Thursday, 19:53
    1
    აქ ერთი რამეა გასარკვევი, რა სქემით აპირებს ჩავი თამაშს, 4-3-3 თუ აპირებს მაშინ არ ვიცი დე იონგი რას იზამს, იმიტო რო ეგ მარტო საყრდენზე რისკია და გამოჩნდა ბევრჯერ, სხვა პოზიციაზე კიდე ვერ ავლენს შესაძლებლობებს, ამიტომ იკარგება ერთი ფეხბურთელი და გამოდის რომ საყრდენი ვინმე გვინდა და მაგათ გვერდზე პედრი და გავი ან გიუნდოგანი, თუ 4-4-2 აპირებს ანუ რასაც ახლა თამაშობს იდეაში, ნუ მთლად ეს სქემა არ არი მარა, ამ შემთხვევაში დეინგი იდეალურია ჭირდება ამ კაცს გვერდზე საყრდენი, რო ამან შესაძლობლელბი გამოავლინოს და უფრო მაგარი იგროკი გახდეს. მე პირადად კიმიხი მომწონს ან ამრაბატიც შეიძლება, გვიდო როდრიგეს არა უშავს.
    Culé [?]
    #5 Thursday, 19:34
    2
    ე ბიჯო, სანამ მაჩაიძეები კიდევ ცოცხლები გვყვანან დაუძახონ და პაწა პენსიასავით გადაუხადონ. ერთ ტაიმს გოჩა ითამაშებს, მეორეს - მანუჩარი. თან დააკვდება 5 ნომერი გოჩას.
    ფანი [?]
    #4 Thursday, 19:14
    2
    ციტატა: nika 54
    რუბენ ნევეში - ჟოან ლაპორტას ფავორიტი რუბენ ნევეშია, რადგან პრეზიდენტს პორტუგალიელის აგენტთან ჟორჟე მენდეშთან კარგი ურთიერთობა აქვს.
    ჩავიმ ნევეში არ მჭირდებაო და ლაპორტას უნდა იმიტომ რო მის აგენტთან კარგი ურთიერთობა აქვს?
    როდის უნდა გადაეჩვიოთ ხალხო ამ ქართულ-ჯიგრულ პონტში ლაპარაკს, ეს ევროპაა და ყველას ყველა კიდია ფეხებზე. არაფერი პირადი მხოლოდ ბიზნესი, აი ეს არის მათი დევიზი. ეს საქართველოში მოსულა ძმაკაცურად საქმეების კეთება და ისიც უკვე ნელ-ნელა კარგავს აზრს, იმიტომ რო სრული აბსურდია. ასე ვერც ქვეყანა აშენდება და ვერც საფეხბურთო კლუბი. ასევე საინტერესოა 7 კანდიდატიდან რომელს გასწვდება ბარსას ბიუჯეტი, და ბუსკეტსის ადგილზე 18 წლის ვინმე არტურ ვერმეერენი რამეს მიაღწევს, მსოფლიო მასშტაბის ნახევარმცველს 18 წლის ბავშვით ვანაცვლებთ? ესეთი ხო პედრიც და გავიც გვყავს.


    როგორც რაიოლა იყო ლაპორტას ძმაკაცი და ჰალანდი რომ მოყავდა და პოგბა :)))))))))))
    გულშემატკივარი [?]
    #3 Thursday, 19:09
    3
    სუბიმენდის გადმოსვლა განა არმინდა? მარა 60 მილიონი ძაან მეზედმეტება მაგისთვის
    Culé [?]
    #2 Thursday, 18:58
    2
    მგონია რო მაინც სუბიმენდის მოათრევენ