ჟორდი ალბა: ორივე მხარისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჟორდი ალბა "ბარსელონას" ტოვებს. 34 წლის ფეხბურთელმა ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
ამ გადაწყვეტილებაზე ბევრი ვიფიქრე. როდესაც ვთქვი, რომ დარჩენა მსურდა, ეს სიმართლე იყო, თუმცა საკუთარ თავთან და კლუბთან გულწრფელი რომ ვიყო, ვფიქრობ, წასვლა საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
ყოველთვის ვცდილობდი, რომ კლუბს დავხმარებოდი. ორივე მხარისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე. ჩემი ურთიერთობა ყველასთან გამორჩეულია. დადებითი ემოციებით მივდივარ, კლუბისთვის ყველაფერი გავიღე. გუნდს თავაწეული ვტოვებ.
არცერთ კლუბთან არ მისაუბრია, რადგან თავდაპირველად დარჩენა მსურდა. წლები გადის და მიმდინარე სეზონში განსხვავებული როლი მქონდა, რომელიც უმნიშვნელო არ ყოფილა, მაგრამ ვფიქრობ, გზა ახალგაზრდებს უნდა დავუთმო.
"კამპ ნოუზე" ერთი თამაში დამრჩა, რომელიც ჩემთვის და სერხიოსთვის განსაკუთრებული იქნება.
მწვრთნელმა და პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიღების უფლება მომცეს.
ნათელია, რომ ზოგჯერ ვცდებოდი, მაგრამ ვინც მიცნობს, იცის რომ ჩემი ღირებულებებია თავმდაბლობა და შრომისმოყვარეობა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 7 ]