ოფიციალურად: ანდრეს ინიესტა ვისელ კობეს ტოვებს

ოფიციალურად: ანდრეს ინიესტა ვისელ კობეს ტოვებს

"ვისელ კობე" ოფიციალურად ადასტურებს, რომ ანდრეს ინიესტა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს.

ინიესტა იაპონურ გუნდს 2018 წელს "ბარსელონადან" შეუერთდა და 133 შეხვედრა ჩაატარა. 

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი "ვისელ კობეს" მაისურით ბოლო მატჩს 1 ივლისს "საპოროს" წინააღმდეგ გამართავს. ინიესტა 6 ივნისს ამხანაგურ შეხვედრაში "ბარსელონასაც" დაუპირისპირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    [?]
    #2 Friday, 23:42
    0
    ციტატა: Rick Sanchez
    კარგი ტალანტია და ხომ არ გვეყიდა?

    ჯერ დავაკვირდეთ 1 წელი რას იზამს
    ფანი [?]
    #1 Thursday, 17:43
    0
    კარგი ტალანტია და ხომ არ გვეყიდა?