ჟორდი ალბა ბარსელონას ტოვებს

ჟორდი ალბა სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს - ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანელი ჟურნალისტები და ფაბრიციო რომანო ადასტურებენ.
ჟერარ რომეროს ცნობით, 34 წლის ფეხბურთელი მომდევნო სეზონის ხელფასსა და გადავადებული ხელფასის 50%-ზე უარს ამბობს, რომელიც კლუბს მისთვის 2024 წლამდე, კონტრაქტის ამოწურვამდე, უნდა გადაეხადა.
ალბა გულშემატკივრებს კვირას "კამპ ნოუზე" "მალიორკასთან" გასამართი მატჩის შემდეგ დაემშვიდობება.
როგორც ჟერარ რომერო იტყობინება, "ბარსელონა" ალბას წასვლას უახლოეს წუთებში ან საათებში დაადასტურებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]