მარჯვენა მცველის პოზიციაზე ბარსელონას ფავორიტი სამიზნე კანსელუა

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" მარჯვენა მცველის პოზიციაზე მთავარ სამიზნედ ჟოაუ კანსელუს მოიაზრებს.
წყაროს თანახმად, "ბარსა" ფიქრობს, რომ პორტუგალიელის დამატება ხუან ფოიტთან შედარებით იაფად შეუძლია, რადგან მისი აგენტი ჟორჟე მენდეშია, რომელსაც ჟოან ლაპორტასთან კარგი ურთიერთობა აქვს. კლუბი იჯარის ვარიანტსაც განიხილავს.
მარჯვენა მცველის მოყვანის აუცილებლობას ჟიულ კუნდეს სიტუაცია აჩენს, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე თამაშით კმაყოფილი არაა და იმ შემთხვევაში, თუ კლუბი განაპირა მცველს არ დაიმატებს, ის წასვლას განიხილავს.
ჟოაუ კანსელუს "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი 2027 წელს ეწურება. ის იჯარით "ბაიერნში" თამაშობს, თუმცა მოსალოდნელია, რომ ზაფხულში მიუნხენურ კლუბს დატოვებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]