ჩავი ერნანდესი ვალიადოლიდთან მატჩის წინ

- თამაშის დრო: სამშაბათი, 23 მაისი, 23:55
ჩავი ერნანდესმა "ვალიადოლიდთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ხვალ მოსაგებად ვითამაშებთ.
ფინანსური სიტუაცია დიდ ტვირთად გვაწევს, მაგრამ გვინდა, რამდენადაც შესაძლებელია, გუნდი გავაძლიეროთ, რათა უფრო კონკურენტუნარიანები ვიყოთ და ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლოთ.
მარჯვენა მცველი ჩვენი პრიორიტეტი არაა. გუნდს ბუსკეტსი ტოვებს და აშკარაა, რომ მაღალი დონის საყრდენი ნახევამცველი გვჭირდება.
ვინისიუსი? სამწუხაროდ, რასიზმის შემთხვევებს კიდევ ვხვდებით. მისი ნებისმიერი გამოვლინება დასაგმობია. "რეალ მადრიდის" ფეხბურთელობამდე, ვინისიუსი ადამიანია და ის უნდა დავიცვათ - ამისთვის "ბარსას" მწვრთნელის პოზიციას ვიყენებ.
ფეხბურთი ერთადერთი სპორტია, რომელშიც შეურაცხყოფა ნორმალიზდა. ეს სხვა სახეობებში არ ხდება, რატომ უნდა მოითმინონ ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა შეურაცხყოფა? ეს უნდა შეჩერდეს.
ფატის? ჩვენ შემდეგი სეზონისთვის ვემზადებით და გადაწყვეტილება არცერთი ფეხბურთელის მომავალზე არ მიგვიღია. ვნახავთ, რას გავაკეთებთ და რამდენად გაძლიერების საშუალებას მოგვცემს ფინანსური ფეარ პლეი.
"რეალ სოსიედადი" სუბიმენდიზე ჩემ მიერ გაკეთებულმა კომენტარმა გააბრაზა? მე არავის საქმეებში ჩარევა არ მსურს, მაგრამ თუ მკითხავენ, რას ვფიქრობ ფეხბურთელზე, მე ვუპასუხებ.
კიმიხი დიდებული ფეხბურთელია, სათქმელი მეტი არაფერი მაქვს.
პაბლო ტორე ხვალ ითამაშებს. დროა, ფეხბურთელები დავასვენოთ და ისინი ვათამაშოთ, რომლებიც ნაკლებ დროს იღებენ.
მესის დაბრუნება ბევრ საკითხზეა დამოკიდებული, მათ შორის ლეოს სურვილზე. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მასთან ვმეგობრობ. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მის დამატებას.
მატეუ ალემანი ფეხბურთელების დარეგისტრირებაზე მუშაობს და ინფორმაციას ყოველდღიურად გვაწვდის.
გუშინ ნიკო გონსალესმა მაღალ დონეზე ითამაშა. სამწუხაროა, რომ მან ტრავმის გამო დიდი დრო გამოტოვა. შემდეგ სეზონს ახლა ვგეგმავთ და ნიკოს, ტორესა და ანსუს მომავალზე ზუსტი პასუხის გაცემა არ შემიძლია.
გუნდში ბევრი ფეხბურთელია, რომელსაც კაპიტნის თვისებები აქვს. ტერ შტეგენი, არაუხო, კუნდე ძალიან კარგი ლიდერები არიან. კაპიტნობის პოტენციალი გავისა და პედრისაც აქვთ. ლევანდოვსკიც ნამდვილი კაპიტანია სამკლავურის გარეშე.
მინდა, ლევანდოვსკიმ პიჩიჩი და ტერ შტეგენმა სამორას ჯილდო მოიგოს, გუნდმა კი ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვას.
დეკუსთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ჯერ არაფერი გაოფიციალურებულა, ამიტომ მასზე მეტს არაფერს ვიტყვი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 23 ]