ბარსელონა მიიჩნევს, რომ ლეო მესი კლუბის შემოსავალს 230 მილიონით გაზრდის

"ბარსელონასთვის" ლიონელ მესის დაბრუნება სპორტულთან ერთად, ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი იქნება.
Sport-ის ინფორმაციით, "ბარსამ" შიდა ეკონომიკური ანგარიში მოამზადა, რომლის მიხედვითაც არგენტინელის ტრანსფერი კლუბის შემოსავალს 230 მილიონი ევროთი გაზრდის. კლუბი ვარაუდობს, რომ მესის დაბრუნებით 150 მილიონს ახალი სპონსორებიდან, 80 მილიონს კი ბილეთების გაყიდვიდან გამოიმუშავებს.
წყაროს თანახმად, ლეოს ხელფასის გათვალისწინებით, "ბარსელონა" ვარაუდობს, რომ გადასახადების გადახდის შემდეგ წელიწადში 100 მილიონის გამომუშავებას შეძლებს. კლუბი 35 წლის ფეხბურთელს ანაზღაურების სახით დაახლოებით 13 მილიონს (გადასახადების ჩათვლით - 25) შესთავაზებს.
Sport-ის ცნობით, ჩატარებულმა ანალიზმა ბორდის ზოგიერთი წევრიც კი გააკვირვა - ისინი თავდაპირველად არ ელოდნენ, რომ ლეოს დაბრუნებით შემოსავლის ასეთი ზრდა იქნებოდა მოსალოდნელი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]