ჩავი ერნანდესის მიმართვა კამპ ნოუზე შეკრებილ პუბლიკას

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა ტიტულის აღნიშვნის დროს "კამპ ნოუზე" შეკრებილ პუბლიკას სიტყვით მიმართა:
"მინდა, ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს, ბორდის წევრებსა და ყველა თქვენგანს მადლობა გადავუხადო. ეს ტიტული თქვენია.
პრეზი (ლაპორტა), ვფიქრობ, ცუდად არ ვთამაშობთ, არა [იცინის]? მადლობა, რომ ყოველთვის წარმოუდგენელ მხარდაჭერას გვიცხადებ.
თუ გახსოვთ, გამპერის თასის დღეს გითხარით, რომ ყველანი გაერთიანებულიყავით.
მადლობა ქომაგებს - მთელი სეზონის განმავლობაში თქვენი მხარდაჭერა შესანიშნავი იყო, ტრიბუნებიდან თუ სახლიდან. ეს ტიტული თქვენია. მადლობა ყველას.
Visca el Barça y Visca Catalunya!"
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]