ჩავი ერნანდესი რეალ სოსიედადთან მატჩის შემდეგ

"ბარსელონამ" "რეალ სოსიედადთან" მატჩის შემდეგ "კამპ ნოუზე" ლა ლიგის თასი აღმართა, რის შემდეგაც ჩავი ერნანდესმა გუნდსა და გულშემატკივრებს მიმართა.
მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბისა და ბორდის წევრებს, ყველას. ეს თქვენი ტიტულია.
გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი. თქვენ მთელი სეზონის განმავლობაში შესანიშნავები იყავით, მიუხედავად იმისა, სახლში ვთამაშობდით თუ გასვლაზე. ეს ტიტული თქვენ გეკუთვნით.
მომდევნო სეზონი მარტივი არ იქნება. ჩვენ "მონჟუიკზე" გადავდივართ, მაგრამ თუ გუნდს გავაძლიერებთ, შეგვიძლია ძალიან კარგი წელი გვქონდეს.
პაბლო ტორეს პოზიციაზე დიდი კონკურენციაა, მაგრამ მან დღეს ითამაშა და დროს მომდევნო მატჩებშიც მიიღებს.
მიმდინარე სეზონში ჩემი ფავორიტი მომენტი კესიეს გოლია "ელ კლასიკოში". ამ გოლმა ლა ლიგა მოგვაგებინა.
მიკვირს, რომ არაუხო სეზონის სიმბოლურ გუნდში ვერ მოხვდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]