მატეუ ალემანი: ბუსკეტსის შემცვლელის პოვნა შეუძლებელია

"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა მატეუ ალემანიმ "რეალ სოსიედადთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
"ასტონ ვილას" შთამბეჭდავი პროექტი აქვს და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს, მაგრამ დაფიქრების შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ადგილი "ბარსაშია" - ეს მსოფლიოში საუკეთესო კლუბია.
ლა ლიგასთან თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. მომდევნო კვირაში ფეარ პლეი ფეხბურთელების დარეგისტრირების საშუალებას მოგვცემს, რაც ჩვენი მთავარი მიზანია, შემდეგ კი ტრანსფერებზეც ვიმუშავებთ.
ბუსკეტსი გვტოვებს, რომელმაც "ბარსელონაში" ექოქა შექმნა. მისი შემცვლელის პოვნა შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რადგან ვიცოდით, რომ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო.
მესი "პარი სენ-ჟერმენში" თამაშობს, რომელიც ლიგა 1-ისთვის იბრძვის და მათ პატივი უნდა ვცეთ. როდესაც კლუბი ჩემპიონობას გაინაღდებს, ვნახოთ, რა მოხდება არგენტინელთან დაკავშირებით.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]