Philips ბარსელონას სპონსორი გახდება

ნიდერლანდური მულტიპროფილური კონგლომერატი Philips "ბარსელონას" სახელოს სპონსორი გახდება. კომპანიის სახელი "ბარსას" მაისურის სახელოზე იქნება დატანილი.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიურმა კლუბმა კომპანიასთან კონტრაქტის პირობები გუშინ შეათანხმა.
წყაროს თანახმად, მხარეებს შორის 5-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდება, რომლიდანაც 3 წელი ფიქსირებული, 2 წელი კი ნებაყოფილობითი იქნება. "ბარსელონა" პირველ წელს 8, მეორე წელს 10, მესამე და მეოთხე წელს 12, ხოლო მეხუთე წელს 14 მილიონ ევროს მიიღებს.
გარდა სახელოს სპონსორობისა, "კამპ ნოუზე" განთავსებული მონიტორები სწორედ Philips-ის იქნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]