ჩავი ერნანდესი რეალ სოსიედადთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი რეალ სოსიედადთან მატჩის წინ

  • თამაშის დრო: შაბათი, 20 მაისი, 23:00

ჩავი ერნანდესმა "რეალ სოსიედადთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. ხვალ გულშემატკივრებთან ერთად უნდა ვისიამოვნოთ - მათ ტიტულის აღნიშვნა დაიმსახურეს. გვინდა, ლა ლიგა დადებითი განწყობით დავასრულოთ, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს მიზნები, როგორიც პიჩიჩისა და სამორას ჯილდოს მოგებაა.

მატეუ ალემანის პოზიცია ძალიან მკაფიო იყო - მან გვითხრა, რომ ჩვენთან ყოფნა უნდა. ის ჩვენთვის ფასდაუდებელი ადამიანია. მან კლუბისთვის ბევრი რამ გააკეთა.

ჟორდი კრუიფი დაგვაკლდება.

სუბიმენდი ექსტრაორდინარული საყრდენი და უმაღლესი დონის ფეხბურთელია. მას თამაში ძალიან კარგად ესმის. ის დომინირებს როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ. მარტინი თამაშობს იმ თამაშს, რომელიც აქ, "ბარსელონაში" მოგვწონს, ეს ჩვენი სტილია.
ფეხბურთელების გაშვებას ვგეგმავთ, მაგრამ მათთან პირადად არ გვისაუბრია. 
საჩემპიონო აღლუმზე ხალხის სიმრავლით გაკვირვებული ვიყავი, თუმცა ეს გასაგები იყო, რადგან ბოლოს მნიშვნელოვანი ტიტული 4 წლის წინ მოვიგეთ. ხალხს ზეიმის ენთუზიაზმი ჰქონდა. მე და ფეხბურთელებმა ძალიან ვისიამოვნეთ.
სუპერ თასის მოგება ძალიან გამიხარდა, მაგრამ ლა ლიგის ჩემპიონობამ სტაბილურობა მოგვიტანა. მაგიური კვირა გვქონდა. კლუბმა ფასდაუდებელი შრომა გასწია, რომ იქ ვყოფილიყავით, სადაც ახლა ვართ.
"მანჩესტერ სიტი" "რეალ მადრიდს" ბევრად აღემატებოდა და სამართლიანად მოიგო. ეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გუნდია.
ჩემი კონტრაქტის გახანგრძლივება პრობლემა არ იქნება, მაგრამ ახლა ეს პრიორიტეტული არაა.
ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ევროტურნირებზე უკეთესები ვიყოთ. ვიცით, რომ ევროასპარეზის შესაბამისი დონე ვერ ვაჩვენეთ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #3 21 მაისი 2023 00:48
    0
    ჩავის ბარსამ ჩემპიონობა კი მოიპოვა მაგრამ ყველა ანტირეკორდი დაამყარა, მათ შორის სოსიედადთან 1991 წლის მერე წაგებული არ ჰქონდათ და აჰა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 მაისი 2023 20:26
    0
    სოსიედადი უფრო სერიოზული გუნდია ვიდრე დანარჩენი ბასკური გუნდები და იმედია საჩემპიონო დერეფანს გაგვიკეთებენ. მით უმეტეს როგორც ითქვა ჩემპიონის თასს სწორედ დღეს გადმოგვცემენ.
    გულშემატკივარი [?]
    #1 20 მაისი 2023 00:36
    0
    საჩემპიონო აღლუმზე ხალხის სიმრავლით გაკვირვებული ვიყავი!
    ===============
    ეს ,,ხალხის სიმრავლე,, მარტო მე მომეჩვენა ცოტად???
    🤨🤨🤨🤨🤨🤨