ბარსელონა-რეალ სოსიედადი | მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-რეალ სოსიედადი | მატჩისწინა მიმოხილვა

  • თამაშის დრო: შაბათი, 20 მაისი, 23:00

"ბარსელონასთვის" სეზონი თითქმის დასრულებულია. დარჩენილ შეხვედრებს არანაირი პრაქტიკული დანიშნულება აღარ აქვს, თუმცა რამდენიმე რეკორდი გვაქვს დასამყარებელი და რაც მთავარია - შეგვიძლია, თამაშებისგან უბრალოდ სიამოვნება მივიღოთ. იმედია, იმავეს შეეცდებიან ფეხბურთელებიც და დარჩენილ 4 შეხვედრაში მართლაც კარგ სანახაობას ვიხილავთ.

დღეს "რეალ სოსიედადს" ვმასპინძლობთ. გუნდს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ზონაშია. სტუმრები მოტივირებულები იქნებიან, ჩავი კი, დიდი ალბათობით, შემადგენლობას მნიშვნელოვნად გადაახალისებს. ასე რომ, კარგ თამაშს ველით.

სათამაშო ფორმა

"ბარსელონას" ბოლო 3 თამაში მოგებული აქვს, რისი წყალობითაც ჩავის გუნდმა ჩემპიონობა ძალიან ადრე, 34 ტურის შემდეგ გაინაღდა.

"ესპანიოლთან" გამართულ ბოლო შეხვედრაში უცნაური სურათი მივიღეთ - "ბარსელონამ" ძალიან მარტივად მოიგო, მაგრამ გოლიც გაუშვა, თანაც ორი.

ლა ლიგის საშინაო შეხვედრებში "ბარსელონას" დაუჯერებელი სერია კვლავ გრძელდება. 17 შეხვედრაში ტერ შტეგენმა მხოლოდ 2 გოლი გაუშვა, აქედან ერთი ავტოგოლი და ერთიც თერთმეტმეტრიანი.

"რეალ სოსიედადს" ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. სტუმრად კი ბასკები საკმაოდ ცუდად გამოიყურებიან. ბოლო გასვლით შეხვედრაში იმანოლ ალგუასილის გუნდმა "ოსასუნა" კი დაამარცხა, მაგრამ მანამდე სან სებასტიანელებს მეტოქის მოედანზე 6-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდათ.

დანაკლისი

"ბარსელონას" ტრავმირებული პედრი და არაუხო, ასევე დისკვალიფიცირებული გავი არ ეყოლება, თუმცა მოსალოდნელია, რომ ჩავი სასტარტო შემადგენლობის კიდევ რამდენიმე წევრს დაასვენებს.

სტუმრები დავიდ სილვას, ბრაის მენდესისა და უმარ სადიქის გარეშე ითამაშებენ.

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 191 თამაშს ითვლის. "ბარსელონას" 112 მოგება, 43 ფრე და 36 მარცხი დაუგროვდა. კატალონიელებმა გაიტანეს 394 და გაუშვეს 192 გოლი.

"ბარსას" "რეალ სოსიედადთან" 17-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ამ 17 შეხვედრიდან "ბლაუგრანამ" 14 მოიგო, მათ შორის უკანასკნელი 5. კატალონიელები სან სებასტიანელებთან ბოლოს 2016 წელს დამარცხდნენ.

საკუთარ კედლებში გამართული 96 დაპირისპირებიდან "ბარსამ" 82 მოიგო, 11 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 3 დათმო.

"ბარსელონამ" "რეალ სოსიედადს" "კამპ ნოუზე" გამართული ბოლო 27 თამაში მოუგო. სან სებასტიანელებმა ამ სტადიონზე ქულა ბოლოს 1995 წელს აიღეს, მოგება კი ამ გუნდს 1991 წლის შემდეგ არ აქვს.

მიმდინარე გათამაშების პირველ წრეში "ბარსამ" მეტოქე სტუმრად 4-1 გაანადგურა. გოლები ლევანდოვსკიმ (2), დემბელემ და ფატიმ გაიტანეს. გუნდების ბოლო შეხვედრა კი მიმდინარე წლის იანვარში ესპანეთის თასზე გაიმართა, როდესაც "კამპ ნოუზე" "ბლაუგრანამ" დემბელეს ერთადერთი გოლით მოიგო.

არბიტრი

შეხვედრას ხავიერ ალბეროლა როხასი განსჯის.

როხასი 31 წლისაა. მან მსაჯობა 2013 წელს დაიწყო. 2015 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2017 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს.

კარიერის განმავლობაში ალბეროლა როხასი თამაშში საშუალოდ 25.4 ჯარიმასა და 0.32 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 3.6 ყვითელ და 0.17 წითელ ბარათს უჩვენებს. სხვა ესპანელ მსაჯებთან შედარებით ის ფეხბურთელებისთვის ბარათების ხშირად ჩვენებით არ გამოირჩევა. როხასის მიერ განსჯილი თამაშების 46%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 24%-ში - სტუმრები.

ხავიერ ალბეროლა როხასის სტატისტიკა "ბარსელონასა" და "რეალ სოსიედადი" თამაშებში:

ბარსელონა რეალ სოსიედადი
თამაში 7 11
მოგება 5 6
ფრე 2 2
წაგება 0 3
მოგების % 71% 55%
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი 2 2
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი 1 1
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი 0 0
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი 1 0

სტატისტიკა

  • ამ გუნდებს შორის "კამპ ნოუზე" გამართული ბოლო 27 თამაში "ბარსელონამ" მოიგო;
  • "რეალ სოსიედადმა" "კამპ ნოუზე" ბოლოს 1991 წელს მოიგო;
  • "ბარსელონამ" "რეალ სოსიედადთან" გამართული ბოლო 5 თამაში მოიგო;
  • "ბარსელონას" "რეალ სოსიედადთან" 17-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • ამ გუნდების ბოლო 17 თამაშში "ბარსელონა" გოლის გატანას ყოველთვის ახერხებდა;
  • "ბარსელონასა" და "რეალ სოსიედადის" ბოლო 7 თამაშიდან ხუთში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
  • ამ გუნდების ბოლო 6 დაპირისპირებაში ანგარიშს "ბარსელონა" ხსნიდა;
  • ამ გუნდების ბოლო 7 თამაშიდან ხუთში პირველ ტაიმს "ბარსელონა" იგებდა;
  • "ბარსელონასა" და "რეალ სოსიედადის" ბოლო 8 თამაშიდან შვიდში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • "ბარსელონამ" ლა ლიგაში გამართული ბოლო 33 საშინაო თამაშიდან 27 მოიგო;
  • "ბარსელონამ" ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 17 საშინაო თამაშში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა;
  • "ბარსელონა" ბოლო 5 თამაშიდან ოთხში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • "ბარსელონას" ბოლო 7 თამაშიდან ხუთში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • "რეალ სოსიედადს" ბოლო სამ თამაშში 2-2 გოლი გაჰქონდა;
  • "რეალ სოსიედადს" ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • "რეალ სოსიედადის" ბოლო 10 თამაშიდან რვაში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • "რეალ სოსიედადის" ბოლო 9 თამაშიდან რვაში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ტოტალიზატორები "ბარსელონას" მოგებას კოეფიციენტს 1.8 ანიჭებენ, რაც მოგების 56%-იან შანსს უდრის, "ბარსელონა" კი ასეთი თამაშების 33%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

გულშემატკივრებთან ერთად უნდა ვისიამოვნოთ - მათ ტიტულის აღნიშვნა დაიმსახურეს. გვინდა, ლა ლიგა დადებითი განწყობით დავასრულოთ, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს მიზნები, როგორიც პიჩიჩისა და სამორას ჯილდოს მოგებაა

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, გარსია, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, ს. რობერტო, რაფინია, ლევანდოვსკი, ფატი.

Mundo Deportivo

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ს. რობერტო, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, კესიე, რაფინია, ლევანდოვსკი, ტორესი.

Marca

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, კრისტენსენი, ალონსო, ალბა, ბუსკეტსი, კესიე, ს. რობერტო, დემბელე, ლევანდოვსკი, რაფინია.

AS

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბალდე, კუნდე, კრისტენსენი, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, კესიე, რაფინია, ლევანდოვსკი, დემბელე.

პროგნოზი

  • WhoScored: 1-2
  • SportsMole: 2-1
  • Sportskeeda: 3-1
  • 90min: 1-0

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #9 20 მაისი 2023 21:16
    0
    დარჩენილი მატჩების მიზანი შემდეგია; - ლევანდოვსკიმ უნდა გაიტანოს, რომ ბენზემა არ წამოეწიოს; - თუნდაც ორი მატჩში გოლი არ უნდა გაუშვან. ტერ სტეგენს ეკუთვნის რეკორდი; - დარჩენილი მატჩები წარმატებით უნდა დაამთავრონ, რომ დიცვან ჩემპიონის პრესტიჟი. განსაკუთრებით დღევანდელი მატჩი, სადაც თასს და მედლებს გადასცემენ. ეს რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ სირცხვილის გრძნიბა და სიამაყე გააჩნიათ; ამიტომ სრული როტაცია არ იქნება სწორი, ახალგაზრდები ვერ გაუძლებენ და მათ დაბრალდებათ. თანაც სეზონის დადებითი სტატისტიკა დაირღვევა. ეს ყველაფერი ვალდებულები არიან შეასრულნ თუ ნამდვილი ჩემპიონები არან და არა ქარაქუცა ჩემპიონები. საკმარისი მოტივაციაა დარჩენილი 4 მატჩისათვის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 20 მაისი 2023 19:51
    0
    ალბათ უფრო ეს:
    ტერ შტეგენი, ბალდე, კუნდე, კრისტენსენი, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, კესიე, რაფინია, ლევანდოვსკი, დემბელე.
    ფანი [?]
    #7 20 მაისი 2023 19:45
    0
    ციტატა: Genius8
    📣 🇩🇪 Ú L T I M A H O R A

    ❗️იოზუა კიმიხმა ტრანსფერი ბარსელონას თავად შესთავაზა. კლუბი სწავლობს ამ სატრანსფერო ოპერაციის განხორციელების გზებს.

    🆕 თუმცა კლუბი თვლის, რომ ეს ტრანსფერი რთული იქნება.

    😳

    @gerardromero

    Xo mec exla vnaxee,seriozuli temebia kimichze. Bichoo eg tu davitriet,plus win messi da marcxena winger. Plus gundogan. Momaval wels gamzrdels avuwiokebt yvelas
    გულშემატკივარი [?]
    #6 20 მაისი 2023 19:34
    0
    Kimara am la ligam pasuxi ar gvagirsaa dagvikida?
    წევრი [?]
    #5 20 მაისი 2023 18:45
    2
    📣 🇩🇪 Ú L T I M A H O R A

    ❗️იოზუა კიმიხმა ტრანსფერი ბარსელონას თავად შესთავაზა. კლუბი სწავლობს ამ სატრანსფერო ოპერაციის განხორციელების გზებს.

    🆕 თუმცა კლუბი თვლის, რომ ეს ტრანსფერი რთული იქნება.

    😳

    @gerardromero
    Culé [?]
    #4 20 მაისი 2023 17:19
    3
    ეს საზიზღარი რეკლამები მოაშორეთ საიტს ან ერთხელ რომ გათიშავ მერე მაინც აღარ აჩვენდებდეს, შემზარდა უკვე აქ შემოსვლა.
    [?]
    #3 20 მაისი 2023 14:14
    2
    ციტატა: C.PC5
    სავარაუდოდ სოსიედადი არ მოიკლავს თავს ამ თამაშზე, ამიტო მშვიდად ბურთის გაგორება და კარის მშრალად შენახვა ყველაზე ოპტიმალური არჩევანია, მითუმეტეს არაუხო არ გვეყოლება და დაცვის ჩავარდნის შანსები ბევრი იქნება, რეკორდის დამხობა ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა, შტეგოსაც ძაან გაუტყდა წინა თამაშში ის ორი გოლი და უნდა გამოუკეთონ დღეს ხასიათი😇

    სოსიედადს ჭირდება არადა. თუ ვილიარეალმა 2 წამოიღო ჟირონადან 2 ქულაში მიაჯდება და იძაბება ბრძოლა. 37 ტურში ატლეტიკოში ჩადის სოსიედადი და 4 ულში ადგილი არ დაკარგონ. ამიტო შემოგვიტევენ. ჯარიმებიც იქნება, უხეშია სოსიედადი
    Culé [?]
    #2 20 მაისი 2023 13:13
    3
    სავარაუდოდ სოსიედადი არ მოიკლავს თავს ამ თამაშზე, ამიტო მშვიდად ბურთის გაგორება და კარის მშრალად შენახვა ყველაზე ოპტიმალური არჩევანია, მითუმეტეს არაუხო არ გვეყოლება და დაცვის ჩავარდნის შანსები ბევრი იქნება, რეკორდის დამხობა ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა, შტეგოსაც ძაან გაუტყდა წინა თამაშში ის ორი გოლი და უნდა გამოუკეთონ დღეს ხასიათი😇
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #1 20 მაისი 2023 12:25
    2
    🚨🚨| BREAKING: Bayern Munich have already begun looking for Joshua Kimmich's replacement! He is very attracted by Xavi's project & wants to join FC Barcelona this summer as a PRIORITY. His signing is becoming an increasingly real possibility.

    [Via: SPORT]
    ციტატა: Frenkie de Jong_
    🚨🚨| BREAKING: Bayern Munich have already begun looking for Joshua Kimmich's replacement! He is very attracted by Xavi's project & wants to join FC Barcelona this summer as a PRIORITY. His signing is becoming an increasingly real possibility.

    [Via: SPORT]

    კიმიხზე სერიოზული ჭორებია