ბარსელონასთვის იოზუა კიმიხი რეალური ვარიანტია

Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონა" იოზუა კიმიხს ელოდება, რომელმაც "ბაიერნს" წასვლის სურვილზე უნდა შეატყობინოს, შემდეგ კი "ბარსა" გერმანულ კლუბთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.
წყაროს ინფორმაციით, "ბარსა" დარწმუნებულია, რომ გერმანელის ტრანსფერი მარტინ სუბიმენდიზე ნაკლები დაჯდება. კიმიხის გარემოცვა ფიქრობს, რომ "ბლაუგრანას" მისი შეძენა €60 მილიონად შეეძლება. ასევე აღსანიშნავია, რომ "ბაიერნი" ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვაზე, შესაძლოა, თანახმა იყოს, ერთ-ერთი ვარიანტი კი ანსუ ფატია.
"ბაიერნს" კიმიხის გაყიდვა არ სურს, მაგრამ ფეხბურთელსა და მის აგენტს სჯერათ, რომ როცა კლუბის ხელმძღვანელობას ეტყვიან, რომ იოზუა "ალიანც არენაზე" ბედნიერი არაა, წასვლა შესაძლებელი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად "ბარსელონამ" აღნიშნული ინფორმაცია უარყო, კატალონიურ კლუბთან დაახლოებული წყაროები იტყობინებიან, რომ კიმიხი "ბარსასთვის" რეალური ვარიანტია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 27 ]