ბარსელონა კიმიხით ინტერესდება | MD

"ბარსელონას" პრიორიტეტი, ლიონელ მესის დაბრუნებასთან ერთად, მაღალი დონის საყრდენი ნახევარმცველის შეძენაა. ჩავი ერნანდესის ფავორიტი მარტინ სუბიმენდია, თუმცა "რეალ სოსიედადი" მის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს, რაც ტრანსფერს ართულებს, ამიტომ კლუბი ალტერნატიულ ვარიანტებსაც განიხილავს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბლაუგრანა" იოზუა კიმიხით ინტერესდება. გერმანელი "ბაიერნის" დატოვებაზე სერიოზულად ფიქრობს და კატალონიელები მას რეალურ ვარიანტად განიხილავენ.
ფერან მარტინესის ცნობით, ჩავის კიმიხი ძალიან მოსწონს და გუნდში სიამოვნებით იხილავდა. 28 წლის ფეხბურთელს როგორც საყრდენი ნახევარმცველის, ისე მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაში შეუძლია.
წყაროს თანახმად, "ბარსელონას" სჯერა, რომ კიმიხის შეძენა სუბიმენდისთან შედარებით ნაკლებ თანხადაა შესაძლებელი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 31 ]