ბოიან კრკიჩი, შესაძლოა, ბარსელონაში დაბრუნდეს

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, "ბარსელონა" ბოიან კრკიჩის დაქირავებას აპირებს და აღნიშნულ საკითხზე მუშაობს.
კატალონიურ კლუბს სურს, ბოიანი სამწვრთნელო შტაბს შეუერთდეს და იმ ფეხბურთელებს მიხედოს, რომლებიც, შესაძლოა, პირველ გუნდში დაწინაურდნენ.
წყაროს ცნობით, კრკიჩს სატრანსფერო პოლიტიკასთან შეხება არ ექნება და მხოლოდ "ლა მასიასა" და პირველ გუნდს შორის კავშირის დამყარება დაევალება.
ბოიანი "ბლაუგრანას" აღზრდილია. ის აკადემიაში 1999-2006 წლებში ირიცხებოდა, შემდეგ ერთი წელი "ბარსა ატლეტიკში" გაატარა, პირველ გუნდში კი 2007-2011 წლებში ასპარეზობდა. კრკიჩმა საფეხბურთო კარიერა წელს დაასრულა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]