ნეიმარს ბარსელონაში დაბრუნება სურს

Relevo-ს ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელ ვარსკვლავს ნეიმარს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს.
წყაროს თანახმად, 31 წლის ფეხბურთელი პარიზულ კლუბში თავს კარგად არ გრძნობს და "ბარსაში" დაბრუნებაზე ოცნებობს, თუმცა იცის, რომ ეს წარმოუდგენელი იქნება. "ბლაუგრანა" ნეიმარის დაბრუნებას არ განიხილავს და ეს ბრაზილიელსაც კარგად მოეხსენება.
ზაფხულში "ბარსას" მთავარი სამიზნე ლიონელ მესი იქნება. კატალონიელები ლა ლიგისგან ფინანსურ გეგმასთან დაკავშირებით პასუხს უახლოეს მომავალში ელიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 29 ]