ოფიციალურად: ჟორდი კრუიფი ბარსელონას ტოვებს

"ბარსელონას" სპორტული დირექტორი, კორდი კრუიფი, რომელსაც კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, 30 ივნისს კლუბს დატოვებს.
ნიდერლანდელს ახალი პროფესიონალური პროექტის დაწყება სურს. მან საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას დღეს შეატყობინა. ჟორდიმ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადო, რომ ენდო და 2 წლის წინ "ბარსაში" მუშაობის შესაძლებლობა მისცა.
კრუიფი "ბარსელონაში" ჩინური "შენჩჟენიდან" 2021 წლის 1 სექტემბერს დაბრუნდა. ამ დროის განმავლობაში ნიდერლანდელმა კლუბის რეკონსტრუქციაში დიდი როლი ითამაშა და სამწვრთნელო შტაბთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
"ბარსელონა" კრუიფს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის და მომავალში წარმატებებს უსურვებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]