ესპანიოლის ფანები გასახდელში შეღწევას ცდილობდნენ

ამ მომენტისათვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ესპანიოლის" გულშემატკივრები "ბარსელონას" გასახდელში შეღწევას ცდილობენ, რათა მათ ფიზიკურად გასწორდნენ. გაღიზიანებულმა ფანებმა სკამების სროლაც კი სცადეს.
როგორც ცნობილია, "ბლაუგრანას" ფეხბურთელები ახლა უსაფრთხოდ არიან. მოედნის დაცვამ ისინი გაზონს მატჩის დასრულებისთანავე მოაცილა, როდესაც გულშემატკივრებმა ბარიერების გადალახვა და სტადიონზე შესვლა დაიწყეს.
"კორნელია-ელ პრაქტზე" შეკრებილი პუბლიკის განრისხება იმან გამოიწვია, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ჩემპიონობის ემოციურად აღნიშვნა სტადიონზევე დაიწყეს.
მოედანზე ესპანიოლის ფანების შეჭრის შემდეგ არაუხო პირველი ფეხბურთელი იყო, რომელმაც გუნდელებს გასასვლელისაკენ გაუძღვა, შესასვლელთან დაიცადა და თვითონ იქამდე არ შევიდა, სანამ ბარსას ყველა ფეხბურთელი არ გააცილა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]