ბარსელონა ლა ლიგის ჩემპიონია!

"ბარსელონამ" ლა ლიგის 34 ტურში, საჩემპიონო მატჩში "ესპანიოლი" საკუთარ მოედანზე 4-2 გაანადგურა და ლა ლიგის გამარჯვებული გახდა. ანგარიში მე-11 წუთზე ალეხანდრო ბალდეს შესანიშნავი თამაშისა და ასისტის შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა. მალევე "ბარსას" უპირატესობა ორამდე თავად ბალდემ გაზარდა და ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. ამ გოლიდან 20 წუთში კი ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და შეხვედრის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა.
მეორე ტაიმში "ბლაუგრანამ" კიდევ ერთი გოლი გაიტანა - ფრენკი დე იონგის ბრწყინვალე ასისტის წყალობით ჟიულ კუნდე თავური დარტყმით ანგარიში 4-0 გახადა და ბალდეს მსგავსად, კატალონიურ კლუბში პირველი გოლი შეაგდო. "ესპანიოლმა" კი გოლები 73 დ 90 (+2) წუთზე გაიტანა.
"ლურჯ-ბროწეულისფერებმა" საშინაო ლიგა 2018/19 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოიგეს. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ჩავი ერნანდესისათვის ეს მწვრთნელობის ამპლუაში მოგებული ლა ლიგის პირველი ტიტულია, მთლიანად კლუბი კი ამ მხრივ ჩემპიონი 27-ედ გახდა.
კატალონიელები დამსახურებულ ტიტულს ხვალ ქალთა გუნდთან ერთად იზეიმებენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 35 ]