ტერ შტეგენი ლა ლიგის რეკორდის გამეორების ზღვარზე

დღეს "ბარსელონა" 23:00 საათზე კატალონიურ დერბიში "კორნელია-ელ პრატზე" "ესპანიოლს" შეხვდება.
გარდა იმისა, რომ მოგების შემთხვევაში "ბარსა" ჩემპიონი ხდება, მატჩი გამორჩეული სხვა მხრივაცაა - თუ ჩავის გუნდი კარს მშრალად კიდევ ერთხელ შეინახავს, ეს მათთვის 26-ე ქლინშითი იქნება, რითაც ლა ლიგის რეკორდს გაიმეორებს.
აღნიშნული რეკორდი ლა კორუნიის "დეპორტივოს" მეკარეს, პაკო ლიანიოს ეკუთვნის. ეს მაჩვენებელი არა მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატის, არამედ ტოპ 5 ლიგის მასშტაბით ყველა დროის საუკეთესო შედეგია (38-ტურიან გათამაშებებში).
მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ამ რეკორდის გასაუმჯობესებლად წინ 5 მატჩი აქვს და მხოლოდ 2 მშრალი შეხვედრა სჭირდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]