პიკე ტიტულის ზეიმზე მიპატიჟებასთან დაკავშირებით: ჯერ მატჩი მოიგონ

როგორც იცით, დღევანდელი დერბის მოგების შემთხვევაში, "ბარსელონა" ლა ლიგის ტიტულის დაუფლებას ხვალ იზეიმებს. კლუბის მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ზეიმზე ჟერარ პიკეც იქნება მიწვეული, ვინაიდან, მან კარიერა დაასრულა და სხვა გუნდში არ გადაბარგებულა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჟერარმა Kings League-s პირდაპირ ეთერში შემდეგი კომენტარი გააკეთა: "დავესწრები თუ არა აღნიშვნას? ჯერ თამაში მოიგონ. მე ძალიან მშვიდად ვარ, თუმცა, ჯერ მოიგონ.
ლა ლიგის რამდენი ტიტული მაქვს? არ ვიცი, თუმცა ეს ჩემთვის ზოგადად 31-ე თასი იქნებოდა", - ამბობს პიკე.
წესით, ეს კატალონიელისათვის ლა ლიგის რიგით მე-9 ტიტული იქნებოდა, თუმცა, აღნიშნულის ჩათვლა-არჩათვლის საკითხი ლა ლიგაზეა დამოკიდებული.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]