კუმანი: ლაპორტა თავისი სახელის გადარჩენას ცდილობს

"ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი ESPN-თან ინტერვიუში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ეხება.
"ლიონელ მესის შესაძლო დაბრუნება? ლაპორტას სურს, რომ საკუთარი იმიჯი გადაირჩინოს, ვინაიდან, მას ხალხი ახლა იცნობს ადამიანად, რომელმაც მესის წასვლის საშუალება მისცა.
არ ვფიქრობ, რომ ლეო დაბრუნდება. ბუსკეტსი მიდის, ალბაც იმავე გზას დაადგება, ეს სამი კი მეგობრობს. გაოცებული არ ვიქნები, თუ ერთად მაიამის ან საუდის არაბეთს მიაშურებენ.
ახალი "კამპ ნოუ"? მაოცებს, დიდი ვალის მიუხედავად, თუ როგორ ცდილობს კლუბი სტადიონის განახლებას", - აცხადებს ნიდერლანდელი თავკაცი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]