ბარსელონას განაცხადი ესპანიოლთან მატჩისთვის

ბარსელონას განაცხადი ესპანიოლთან მატჩისთვის

  • თამაშის დრო: კვირა, 14 მაისი, 23:00

ჩავი ერნანდესმა "ესპანიოლთან" ხვალ გასამართი მატჩისთვის განაცხადი დაასახელა.

მეკარე: ტერ შტეგენი, პენია, ტენასი;

მცველები: არაუხო, კრისტენსენი, ალონსო, ალბა, კუნდე, გარსია, ბალდე;

ნახევარმცველები: ბუსკეტსი, პედრი, კესიე, რობერტო, დე იონგი, გავი, ტორე;

შემტევები: დემბელე, ლევანდოვსკი, ფატი, ტორესი, რაფინია.

აღსანიშნავია, რომ გუნდს სერჟი რობერტო დაუბრუნდა, რომელმაც ბოლო 4 შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.

მატჩი სტარტს 23:00 საათზე აიღებს და იმ შემთხვევაში, თუ "ბარსელონა" მოიგებს, ესპანეთის ჩემპიონობას გაინაღდებს.

გარდა ამისა, თუ "ბარსას" უახლოესი მდევრები - "ატლეტიკო" და "რეალ მადრიდი" თავიანთ შეხვედრებს ვერ მოიგებენ, კატალონიური კლუბი "ესპანიოლთან" მატჩამდე უკვე ჩემპიონი იქნება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 მაისი 2023 10:40
    1
    რობერტოს წელს აღარ უწერიაო თამაში ვიცით, ჩავიმ სწორედ გასაჩემპიონებლად ჩასვაო სემადგენლობაში, მაგრამ ისე რო მჯდარიყო უფორმოდ არ ჩაეთვლებოდა ჩემპიონობა თუ რა პრობლემაა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 მაისი 2023 17:43
    3
    რობერტოს არ მოუშუშებია ტრავმა ხო? უბრალოდ ჩემპიონობის აღნიშვნისთვის არის ხომ განაცხადში?