ბარსელონა ვიტორ როკესთვის იბრძოლებს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონამ" გადაწყვიტა, რომ ვიტორ როკესთვის იბრძოლოს.
ფინანსური და სპორტული შედეგების ანალიზის შემდეგ კლუბი დარწმუნდა, რომ ბრაზილიელი ტალანტის ტრანსფერი პრიორიტეტი უნდა იყოს. "ბარსა" მის შეძენაზე მას შემდეგ იმუშავებს, რაც შემტევებს გაყიდის და შემოსავალს მიიღებს.
"ბარსელონას" "ატლეტიკო პარანაენსესთვის" როკეს სანაცვლოდ €35-€40 მილიონის გადახდა მოუწევს. კლუბში ფიქრობენ, რომ ფეხბურთელის რეგისტრაცია პრობლემა არ იქნება, რადგან მას თავიდან მაღალი ხელფასი არ დაენიშნება. გარდა ამისა, "ბარსა" ვიტორისთვის გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს, რაც მის დარეგისტრირებაში ასევე დაეხმარება.
ბრაზილიელი პრიორიტეტი ყოველთვის "ბარსელონა" იყო - "ჩელსისა" და "არსენალის" ინტერესის მიუხედავად, მან გადაწყვიტა, "ბლაუგრანას" დალოდებოდა.
კატალონიურ გრანდს ხელი იმანაც შეუწყო, რომ "ატლეტიკო პარანაენსეს" პრეზიდენტი, მარიო სელსო პეტრალია ინფექციის გამო საავადმყოფოში იმყოფება, ამან კი "ბარსას" მეტი დრო მისცა. როკე პრეზიდენტის ნებართვის გარეშე არ გაიყიდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]