მარტინ ბრეითუეიტი: ბარსასთან მხოლოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს

"ბარსელონას" ყოფილმა და "ესპანიოლის" ამჟამინდელმა ფეხბურთელმა, მარტინ ბრეითუეიტმა "ბარსაში" გატარებული დრო გაიხსენა:
"ბარსელონასთან" მხოლოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს. იქ შესანიშნავი დრო გავატარე და ყველაფრით ბედნიერი ვარ, რაც ჩემს თავს გადახდა.
დანიელმა კომენტარი "ბარსას" ჩემპიონობაზეც გააკეთა:
ჩავი ლა ლიგას იგებს, რადგან ფეხბურთში უდიდესი გამოცდილება აქვს. ის თამაშს ძალიან კარგად იგებს.
ბრეითუეიტი "ბარსაში" 2020-2022 წლებში ასპარეზობდა. ამის შემდეგ დანიელი თანაქალაქელ "ესპანიოლში" გადავიდა და ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ერთხელ ითამაშა (ის მატჩი 1-1 დასრულდა).
"ბარსელონა" "ესპანიოლს" 14 მაისს დაუპირისპირდება და მოგების შემთხვევაში ჩემპიონი გახდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]