ჩავი ბარსელონას სუბიმენდის შეძენას სთხოვს

მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონას" სოფიან ამრაბატი და გვიდო როდრიგესი მოსწონს, ჩავის ფავორიტი კვლავ მარტინ სუბიმენდია. მწვრთნელი მას პრიორიტეტად მიიჩნევს, განსაკუთრებით სერხიო ბუსკეტსის წასვლის შემდეგ.
სამწვრთნელო შტაბში ფიქრობენ, რომ ბასკ საყრდენზე კლუბმა დიდი ეკონომიკური ძალისხმევა (€60 მილიონი) უნდა გაიღოს. მათ მიაჩნიათ, რომ სუბიმენდი საყრდენის პოზიციაზე პრობლემას მინიმუმ 10 წლით მოაგვარებს. თუ "ბარსა" მარტინს 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს, წელიწადში მისი ხელფასი €12 მილიონი იქნება, რაც კატალონიელთა ფინანსურს მდგომარეობას ერგება.
ცოტა ხნის წინ სუბიმენდიმ საჯაროდ განაცხადა, რომ "რეალ სოსიედადის" დატოვებას არ აპირებს, მაგრამ "ბარსელონას" აქვს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შეთავაზების შემთხვევაში ფეხბურთელი მას განიხილავს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიურ გრანდში სუბიმენდის ტრანსფერში ამხელა თანხის გადახდის მომხრე ყველა არაა, მაგრამ ჩავი ერნანდესის პოზიცია ნათელია: მას ბასკი ნახევარმცველი სურს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]