ბარსას მეოთხე კაპიტანი არაუხო ან ლევანდოვსკი გახდება

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ სერხიო ბუსკეტსი "ბარსელონას" ტოვებს, შესაბამისად, კლუბს მომდევნო სეზონიდან სერჟი რობერტო უკაპიტნებს, რომელიც ამჟამად მეორე კაპიტანია.
ბუსკეტსის წასვლით, კაპიტნების ოთხეულში ერთი ადგილი გამოთავისუფლდება. AS-ის ინფორმაციით, ამ ადგილს რობერტ ლევანდოვსკი ან რონალდ არაუხო დაიკავებენ.
წყაროს ცნობით, ურუგვაელსა და პოლონელს მეოთხე კაპიტნად გახდომისთვის ჩავი ერნანდესის თანხმობა აქვთ და მათგან ერთ-ერთს პრესეზონის ბოლოს ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები აირჩევენ.
გამორიცხული არაა, კენჭისყრა საჭირო საერთოდ არ გახდეს, რადგან ჟორდი ალბას წასვლის შემთხვევაში არაუხო და ლევანდოვსკი მესამე და მეოთხე კაპიტნის პოზიციას დაიკავებენ, ვიცეკაპიტანი კი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იქნება.
AS-ის ცნობით, გასულ სეზონში კაპიტნობა უსმან დემბელესაც შესთავაზეს, თუმცა ფეხბურთელებმა არ იცოდნენ, დარჩებოდა თუ არა ფრანგი კლუბში, შესაბამისად, მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]