ანდრეს ინიესტა ბარსელონასთან მატჩის შემდეგ ვისელ კობეს დატოვებს

ანდრეს ინიესტა ზაფხულში "ვისელ კობეს" დატოვებს.
Relevo-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური შეხვედრა 38 წლის ფეხბურთლისთვის იაპონური კლუბის მაისურით ბოლო იქნება.
"ვისელ კობეს" დატოვებით, ინიესტა ფეხბურთს არ ემშვიდობება - ანდრესი თამაშს 40 წლამდე აპირებს. მან შესაძლო კარიერა საუდის არაბეთში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელოს.
ესპანელი "ვისელ კობეს" 2018 წელს "ბარსელონადან" შეუერთდა და გუნდის მაისურით 133 შეხვედრა გამართა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 39 ]